მთავარისიახლეებიპოლიტიკაპირი, რომელიც შენგენის ზონაში ყოფნის წესს დაარღვევს, დეპორტაციის გარდა, 3000 ევროთი დაჯარიმდება

პირი, რომელიც შენგენის ზონაში ყოფნის წესს დაარღვევს, დეპორტაციის გარდა, 3000 ევროთი დაჯარიმდება

Published on

პირი, რომელიც ევროკავშირში, შენგენის ზონაში ყოფნის წესს დაარღვევს, დეპორტაციის გარდა, 3000 ევროთი დაჯარიმდება. 
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯარიმა ეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუ დაირღვევა ვადები, თუ მოხდება უვიზო რეჟიმის გამოყენება იმისთვის, რისთვისაც დანიშნული არ არის.
“ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქე გაუფრთხილდეს ვადებს. თუ დაირღვევა ვადები და მოხდება დეპორტაცია, ამ შემთხვევაში პირს აეკრძალება 5 წლის ვადით შენგენის ზონაში დაბრუნება. ეს საკმაოდ დიდი სასჯელია, როგორც ფინანსური, ასევე იმ თვალსაზრისით, რომ ვერ დაბრუნდები ევროკავშირში და შენგენის ზონაში. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ყველამ კარგად გაითავისოს ეს რისკები და ისარგებლოს იმ ვადით, რა ვადაც არის დაშვებული მოკლევადიანი ვიზიტებისთვის”, – განაცხადა ჯანელიძემ.

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...