მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკა გვარამია: რა განზრახვით დაიწყეს ეს ყველაფერი ძმებმა ყარამანიშვილებმა?

ნიკა გვარამია: რა განზრახვით დაიწყეს ეს ყველაფერი ძმებმა ყარამანიშვილებმა?

Published on

,,მოელაპარაკეთ ვისაც და რა ფორმითაც გინდათ – კოლექტვის უმრავლესობამ პასუხი უკვე გაგცათ ღია ეთერით '' – რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ეხმიანება ძმები ყარამანიშვილების განცხადებას იმის შესახებ, რომ მზად არიან მოლაპარაკება დაიწყონ რუსთავი 2 – ის კოლექტივთან  და ლაპარაკობს კითხვებზე, რომელსაც მას წილების მოულოდნელი შეთავაზება აღუძრავს
 
"ქრონოლოგია იყო ასეთი – წერს ნიკა გვარამია : 
1. შემოგვთავაზეს (საკუთარი ინიციატივით) რ2ის დაყადაღებული 40%, რომლის გადმოცემა ყადაღის მოხსნის შემთხვევაშიც იურიდიულად შეუძლებელია (მოითხოვს 9%ის მფლობელის თანხმობას, რომელიც ხელისუფლების თამაშშია ჩაბმული და არც ერთ ვითარებაში ამგვარი თანხმობა არ გაუცია)
2. ვუპასუხეთ უარიათ და ვითხოვეთ (და არა მოვითხოვეთ) შპს საქართველო, თუ დამფუძნებლებს ქონდათ რეალური, და არა თვალის ასახვევი სურვილი კოლექტივი ჩაერთოთ პროცესებში)
3. პასუხად შემოგვთავაზეს შპს საქართველოს 51%
4. ვუპასუხეთ თანხმობით და შევთავაზეთ ფორმა – შპს რუსთავი 2 ჩემია, კოლექტივის ფართო ჩართულობით, რისი დემონსტრირება მოხდა ეთერში. შპს იმიტომ, რომ არ ყოფილიყო ცალკეული პირების წილებზე ნადირობა და გადაბირება (ანუ, ისევ თვალის ასახვევ შეთავაზებასთან არ გვქონოდა საქმე)
5. პასუხად მივიღეთ – ცუდად გააშუქეთ ჩვენი შეთავაზება, არავითარი შპს, კოლექტივთან ვიწყებთ მოლაპარაკებებსო ("ცუდად გაშუქება" არ შეესაბამება სინამდვილეს)
 
ძვირფასო დამფუძნებლებო:
მოელაპარაკეთ ვისაც და რა ფორმითაც გნებავთ. კოლექტივის უმრავლესობამ პასუხი გაგცათ ღია ეთერით. აწი ვისაც გნებავთ იმას გადაეცით თქვენი წილები და რა ოდენობითაც გნებავთ. გნებავთ, საერთოდ ნუ გადასცემთ ნურავის ნურაფერს. ჩვენ არ გამოვსულვართ თავდაპირველი მოთხოვნით, გინდა თუ არა, რამე გადმოგვეცითთქო. ღიად მივიღეთ ეს შემოთავაზება და ღიად ჩავებით დისკუსიაში. ამ დისკუსიაში წარმოვაჩინეთ ერთი მკაფიო პოზიცია – წილების გადმოცემა თვალის ასახვევად, რომ კოლექტივი წყვეტს ამიერიდან ყველაფერს, არ გამოვა. არ ვაპირებთ ლეღვისფოთლობას. ადამიანების დახარბება და კოლექტივში ბზარის შეტანა რაღაც მითიური დივიდენდებით და ჩემი ხელფასის და ვინ რა პრემია მიიღო, იმის ყველასთვის მოყოლით, არის ძალიან ცუდი საქციელი და ამაზე უარესს ნორმალური ბიზნესმენი და მენეჯმენტზე ელემენტარული წარმოდგენის მქონე ადამიანი, ვერ გააკეთებს.
 
საბოლოო ჯამში, ვერც მე და ვერც ბევრი რ2ელი, საერთოდ ვერ ვხვდებით, რა განზრახვით დაიწყეს ეს ყველაფერი ძმებმა ყარამანიშვილებმა ისე, რომ ისიც არ გვაცალეს, სტრასბურგის გამარჯვება გვეზეიმა. ეს გამოცანად რჩება, ისევე, როგორც ამ შემოთავაზებების მიზანი. გამოუცნობ კითხვად რჩება, სამი წელი რომ კიევიდან ფეხს ვერ დგამდა დაპატიმრების შიშით (და ეს შიში სრულიად ლეგიტიმური იყო. მესაკუთრე კი არა, დირექტორი ვარ და ყველაფერზე საქმე აღმიძრეს, მათ შორის, სააკაშვითან საუბრებზე, რომელიც ყარამანიშვილს ჩემზე ოცჯერ მეტი ექნება, სიტყვა რევოლუციის ან ბარიკადის ერთხელ მაინც მოხსენიებით, ვეჭვობ), ის კაცი უცაბედად როგორ აღმოჩნდა თბილისში უზენაესის გადაწყვეტილების წინა დღით, სად გაქრა მისი დაპატიმრების რისკი, თუნდაც უკრაინულ ვიკილიქსზე საგანგებოდ გამოდებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე და რაში დაჭირდა კოლექტივში ამგვარი ტექტონიკური ძვრების შეტანა?
 
გამადიდებელი შუშით ვუყურებთ ყველაფერს ბოლო სამი წელია და ყველაფერზე რომ შეკითხვები გვიჩნდება, იმედია არავის უკვირს",-წერს ნიკა გვარამია. 

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...