მთავარისიახლეებიპოლიტიკათემურ ჯანაშია: ,,არასამთავრობო სექტორის დუმილი ,,პიჯაკების საქმეზე“ საფასურია დაფინანსებისთვის, რაც წინა ხელისუფლების...

თემურ ჯანაშია: ,,არასამთავრობო სექტორის დუმილი ,,პიჯაკების საქმეზე“ საფასურია დაფინანსებისთვის, რაც წინა ხელისუფლების საკრიტიკოდ გადაუხადეს?!”

Published on

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის რეაქციას საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომელშიც ლაპარაკია პუტინის მიერ 2005 წელს დაქირავებულ  ამერიკელი PR სპეციალისტი პოლ მანაფორტზე, რომელსაც  სხვა საქმეებთან ერთად დაავალა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მუშაობა საქართველოში, რისთვისაც ეს უკანასკნელი, თურმე, ქართულ არასამთავრობოებს იყენებდა. 
 
,,მათ გასაგონად, ვინც სწუხს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გამოთქმულ ეჭვებზე:
მგონი საყოველთაო კონსესუსია იმაზე, რომ სრული სამართლებრივი აბსურდია ე.წ. ,,პიჯაკების საქმე“ (აწ უკვე თაიგულის საქმეJ))), რომელზეც მე ბრალდებული ვარ, დაყადაღებული მაქვს ყველაფერი, რაც კი გამაჩნია, პროკურატურა არ მაძლევდა თავისუფალი გადაადგილების საშუალებას –  წერს  თემურ ჯანაშია –  სწორედ ამ საქმეში არსებულ დარღვევებზე – აშკარა და მკაფიო შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებზე, პოლიტიკური მოტივაციით სისხლისსამართლებრივ დევნაზე, საკუთრების უფლების არამართლზომიერ შეზღუდვაზე, მიმოსვლის თავისუფლების არაკანონიერ ხელყოფაზე, ჯერ კიდევ 2014 წლიდან ვაწვდიდით მე და ჩემი ადვოკატი ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციებს (საიას, საერთაშორისო გამჭირვალობას), მაგრამ მათი მხრიდან აღნიშნულ საქმეზე არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა, არცერთ წერილზე პასუხი არ მიგვიღია. ჩემს საქმეში არსებულ დარღვევებზე სატელევიზიო ეთერებშიც არაერთხელ გაგვიჟღერებია კონკრეტული ფაქტები, მაგრამ არც აღნიშნულზე ყოფილა გამოხმაურება და დაინტერესება "ენჯეო" სექტორის მხრიდან.
 
ისმის კითხვა რატომ ?
 
პასუხი მარტივია, ,,პიჯაკების საქმეზე“  მიხეილ სააკაშვილთან ერთად ვარ ბრალდებული. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის კი ,,მოდური“ და ,,საინტერესო“ არ არის ყოფილი პრეზიდენტის საქმეში არსებულ დარღვევებზე საუბარი, თითქოს ეთაკილებათ ამ თემებზე საუბარი, "ენჯეო" სექტორის ბიურაკრატიულ კონიუქტურაში რატომღაც ყოფილი პრეზიდენტის უფლებების დარღვევაზე მითითება ცუდ ტონად ითვლება. და რა არის ამის მიზეზი ? იქნებ მიზეზი ის არის, რომ ჯერ კიდევ იხდიან საფასურს იმ დაფინანსებისთვის, რაც წინა ხელისუფლების საკრიტიკოდ გადაუხადეს?!''
 
აქვე შეგახსენებთ, სახელდობრ რა თქვა  მიხეილ სააკაშვილმა ზემოთ ხსენებულ პოსტში:   
,,მთელი მსოფლიო პრესა აჭრელდა ინფორმაციით, რომ 2005 წელს პუტინმა იქირავა ცნობილი ამერიკელი PR სპეციალისტი პოლ მანაფორტი და მას, სხვა საქმეებთან ერთად, დაავალა ჩემს წინააღმდეგ მუშაობა საქართველოში, რისთვისაც ეს უკანასკნელი, თურმე, ქართულ არასამთავრობოებს იყენებდა. ახლა კი გასაგებია, თუ რატომ გვესხმოდა თავს მაშინ თითქმის ყველა არასამთავრობო და რატომ არ იღებენ ხმას დღევანდელ მარაზმზე. ფული ბაბაია, დიდი ფული (თან, ჰოი საკვირველებავ, რუსული)
რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კორუფციაში დავადანაშაულო ყველა მაშინდელი არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგრამ ბევრი თავს იწყნარებდა იმით, რომ ფული, ფორმალურად, ამერიკული კერძო წყაროდან მოდიოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს რუსეთის მიზნებს ემსახურებოდა, ამაზე ახლა მაინც არის ღია დისკუსია და სიმართლის თქმა საჭირო!'' – წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი.

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...