მთავარისიახლეებიმსოფლიოსაქართველო არ არის ბედნიერი ქვეყანა - გაეროს მონაცემებით იგი ...

საქართველო არ არის ბედნიერი ქვეყანა – გაეროს მონაცემებით იგი შედის იმ ქვეყნების ჯგუფში, სადაც ბედნიერების განცდის მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია

Published on

საქართველო  შედის  იმ ქვეყნების ჯგუფში, სადაც ბედნიერების განცდის მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია –  ბედნიერი ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში, რომელიც 2017 წლის მონაცემების  მიხედვით  არის შედგენილი,  იგი   მხოლოდ 125 – ადგილზეა  ჩვენს ბედში არიან უკრაინა,  ტანზანია, ბურუნდი, ნამიბია, ბანგლადეში, მოზამბიკი და სხვები , მცირედით გვისწრებს სომხეთი ( 121 – ე ადგილი) 
 
მსოფლიოს ქვეყნების რეიტინგი ბედნიერების დონის მაჩვენებლების მიხედვით 2017 წლისათვის შედგენილია გაეროს ეგიდით მოქმედი კოლუმბიის უნივერსიტეტთან არსებული კვლევითი ცენტრის ,,დედამიწის ინსტიტუტის’’ანალიტიკოსების მიერ   (World Happiness Report 2017).
 
რეიტინგის მიზანია წარმოაჩინოს სურათი, თუ როგორია მსოფლიოს ამათუ იმ ქვეყნის თუ ცალკეული რეგიონების მიღწევები და უნარი უზრუნველყონ თავიანთი მოსახლეობის ბედნიერი ცხოვრება.  
 
მსგავსი რეიტინგები  დგება 2012 წლიდან გაეროს ე.წ. ბედნიერების კონფერენციის გადაწყვეტილებით. გენერალურ ასამბლეაში თლიან, რომ ამ მიმართუებით წარმოებული კვლევები ხელს შეუწყობს სახელმწიფოთა მეთაურებს, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს  უკეთ მოახდინონ რეაგირება თავიანთი მოქალაქეების საჭიროებებსა და მისწრაფებებზე ქვეყანაში კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების მისაღწევად. 
რეიტინგები დგება მოსახლეობის გამოკითხვისა და ქვეყნებში არსებული ვითარების ანალიზის საფუძელზე. ბედნიერების კრიტერიუმებად აღებულია მატერიალიური კეთილდღეობა, დაცულობის, უსაფრთხოების  განცდა,  ხვლინდელი დღის რწმენა, ოჯახის სტაბილურობა, დასაქმების გარანტიები,  სამოქალაქო უფლებები, აგრეთვე საზოგადოების სიმწიფისა და ჰუმანურობის რიგი კრიტერიუმები – კეთილგანწყობა, ურთიერთმზრუნველობა, დიდსულოვნება, გულმოწყალება. 
 
როგორც 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი, ამ რეიტინგით ექსპერტები ცდილობენ დაასაბუთონ რომ ბედნიერების განცდაში დიდია  სოციალური საფუძვლების მნიშვნელობა.
 მდიდარ ქვეყნებში ბედნიერების დონეზე ზემოქმედებს შემოსავლების არათანაბრობა, აგრეთვე მოსახლეობის სულიერი გაწონასწორებულობა, ფიზიკური ჯანმრთელობა და  ჰარმნია პირად ურთიერთობებში.
 
 ღარიბ ქვეყნებში – უბედურების სათავეს ხედავენ  შემოსავლების დაბალ დონეში, მაგრამ  აქაც შეიძლება მთავარი განმსაზღვრელი იყოს სულიერი წონასწორობის დარღვევა.
 
წელს  მსოფლიოს უბედნიერეს ქვეყნად ნორვეგია დასახელდა. მისი ინდექსი  7.537 ქულაა. მას მოსდევენ დანია, რომელსაც შარსან პირველი ადგილიეჭირა), ისლანდია, შვეიცარია, ფინეთი, ნიდერლანდები, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია და შვედეთი. 
 
საინტერესოა, რომ პირველ ათეულში ვერ მოხვდა ვერც ერთი უმსხვილესი სახელმწიფო ეკონომიური განვითარების თვალსაზრისით – ასე მაფგაიტად – აშშ მხოლოდ 14 – ე ადგილზეა , გერმანია 16 – ეზე, დიდი ბრიტანეთი – 19, ბრაზილია 22 , საფრანგეთი 31 ადგილზე.  
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...