მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

Published on

დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 96 საარჩევნო უბანია გახსნილი. ამის შესახენ ინფორმაციას "აფსნიპრესი" ავრცელებს.
 
ოკუპირებულ აფხაზეთში დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 22 ოლქში მიმდინარეობს. პირველ ტურში, რომელიც 12 მარტს გაიმართა, მხოლოდ 12-ი დეპუტატის არჩევა მოხერხდა. დეფაქტო პარლამენტში 35 ადგილია.
 
აფხაზეთის დე-ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამაზ გოგიას ინფორმაციით, პირველ ტურში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში "ამომრჩეველთა" აქტივობამ 25%-ს გადააჭარბა.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველი ტურის შემდეგ გამოეხმაურა აფხაზეთში გამართულ ე.წ. არჩევნებს. საგარეო პოლიტიკური უწყების შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე. წ. საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას. საერთაშორისო სამართლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე. წ. არჩევნები თუ რეფერენდუმი არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს.
 
დე-ფაქტო აფხაზეთში გამართულ არჩევნებს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ამ ე.წ. არჩევნებს იურიდიული ძალა არ აქვს. 

სიახლეები

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...