მთავარისიახლეებიმსოფლიომოსკოვის ანტიკორუფციულ აქციაზე დაკავებულთა რიცხვმა ექვსასს გადააჭარბა

მოსკოვის ანტიკორუფციულ აქციაზე დაკავებულთა რიცხვმა ექვსასს გადააჭარბა

Published on

მოსკოვში დღეს გამართული ანტიკორუფციული მიტინგის დროს დაკავებულთა რიცხვმა  600-ს გადააჭარბა. –  ამის შესახებ tvrain.ru წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 
 
სააგენტოს თანამოსაუბრე ვარაუდობს, რომ უმეტესობის მიმართ ადმინისტრაციულ ოქმებს შეადგენენ შესაბამისი მუხლით, რაც მიტინგის, დემონსტრაციის, პიკეტირებისა და მსვლელობის მოწყობას გულისხმობს.
 
მოსკოვში დღეს გამართული აქციისას დააკავეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნიც, რომლის ორგანიზაციამ რამდენიმე კვირის წინ რუსეთის პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევის კორუფციული გზით ქონების დაგროვების შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
 
მოსკოვის აქციაში 7-8 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. მსგავსი ანტიკორუფციული აქცია რუსეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...