ციანიდის საქმის მთავარი ბრალდებული შესაძლოა, ორშაბათს გაათავისუფლონ. მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.გუშინ კი სასამართლომ მამალაძის ადვოკატებს მეორედ და საბოლოოდ უთხრა უარი სინოდის წევრების გამოკითხვაზე. უმაღლესი მღვდელმთავრები მხოლოდ პროკურატურასთან თანამშრომლობენ. ქორეპისკოპოსს დეკანოზის უდანაშაულობის არ სჯერა.სინოდის წევრების დაკითხვაზე უარი სასამართლომ დაცვის მხარეს უკვე მეორედ უთხრა. გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასამართლოს პირველი ინსტანციის უარი გუშინ მიიღეს.ადვოკატებისთვის უარის თქმის პარალელურად, პროკურატურაში მოწმედ დასაკითხ პირთა რაოდენობა იზრდება.დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ სასამართლოში შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ დეკანოზის ბარგში ციანიდი განგებ ჩადეს.სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და წინასასამართლო განხილვამდე ერთთვიანი ვადა ითხოვა. ამ ახალი გარემოების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას დეკანოზის ადვოკატები სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის შეცვლის მოთხოვნით მიმართავენ.
სიახლეები
სიახლეები
ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა
ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...
სამართალი
სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...
სიახლეები
ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა
ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...
სიახლეები
ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად
ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...