ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე დღეს ზუგდიდელ საზოგადოებას ფინეთის ელჩი არია მაკონენი ესაუბრა. ფინეთის დილოპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა ადგილობრივებს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა. შეხვედრას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.„ჩვენ ყველანი ერთად მოწმეები ვართ საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენის. ახდა ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სწრაფვა ევროპულ ოჯახის ღირსეული წევრობისთვის. ჩვენ სულ რაღაც 4 დღეში, უვიზოდ ვიმოგზაურებთ ევროკავშირის ქვეყნებში, ეს არის ზეიმი მთელი ერის – გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს.”- განაცხადა ელჩმა
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...