მთავარისიახლეებისამხედრო თემახელისუფლება აქტიური სარეზერვო სამხედრო სამსახურის შესაქმნელად ემზადება

ხელისუფლება აქტიური სარეზერვო სამხედრო სამსახურის შესაქმნელად ემზადება

Published on

აქტიურ სარეზერვო სამსახურში 18-დან 55 წლამდე ასაკის სამოქალაქო პირები ჩაირიცხებიან. სარეზერვო სამსახურში მსახურობის ხანგრძლივობა წელიწადში 45 დღეს შეადგენს. ამას სამხედრო სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფცია ითვალისწინებს, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შესაბამისი კომიტეტის წევრებს აცნობენ. კონცეფციის მიხედვით, აქტიური სარეზერვო სამხედრო სამსახური ითვალისწინებს რეზერვისტის სახელფასო უზრუნველყოფას, რომელიც შეადგენს წოდებრივი სარგოს 20%-ს ყოველთვიურად და 100%-ს ქვედანაყოფში გამოძახებისას. აქტიური სარეზერვო სამსახური სამი კომპონენტით იქნება განსაზღვრული. ესენია: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტთა რეზერვი. სარეზერვო სამსახურის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები და კონცეფიით წარმოდგენილი ინიციატივები კანონში სათანადო ცვლილებებს გამოიწვევს. 

სიახლეები

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...

საია- სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა...