მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯერ მგზავრთა გაჩერებაზე, შემდეგ კი პრესის ჯიხურებში...

თბილისში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯერ მგზავრთა გაჩერებაზე, შემდეგ კი პრესის ჯიხურებში შევარდა

Published on

წუხელ გვიან ღამით თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ავტომანქანა ჯერ მგზავრთა მოსაცდელ გაჩერებაზე, შემდეგ კი იქვე მდგომ პრესის ჯიხურებში შევარდა.არსებული ინფორმაციით, მანქანა სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მოძრაობდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძღოლმა – ახალგაზრდა გოგომ საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი – ავტომანქანის მძღოლი დაშავდა. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

სიახლეები

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა - საგამოცდო...

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....