მთავარისიახლეებისაზოგადოებაIDFI: 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 2,985,000 იქნება

IDFI: 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 2,985,000 იქნება

Published on

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, გაეროს მიერ ჩატარებული კვლევებისა და დემოგრაფიული სიტუაციის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის 2,985,000-მდე შემცირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში შობადობის მაჩვენებლის უარყოფითი ტენდენციები არ შეინიშნება, დემოგრაფიულ საკითხებში ექსპერტთა ვარაუდით, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდება. ვარაუდი დამყარებულია იმ მოსაზრებაზე, რომ 2017-2018 წლებიდან ქორწინებისა და რეპროდუქციული პოტენციალის ასაკში შედის 90-იან წლებში დაბადებული მოსახლეობა, როდესაც საქართველოში შობადობა ძალიან დაბალი იყო. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავოს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ამ თვალსაზრისით, IDFI-მ წარმოადგინა რეკომენდაციები, რომელიც საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პოლიტიკას ეხება. 

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ოჯახებში ბავშვთა რაოდენობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება სიღარიბის მაჩვენებელიც. შესაბამისად, დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის არსებობა მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად.

სიახლეები

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა - საგამოცდო...

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....