მთავარისიახლეებისაზოგადოებადევნილებისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა ზუგდიდში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

დევნილებისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა ზუგდიდში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

Published on

ხმაურია ზუგდიდში სადაც დევნილებისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა მიმდინარეობს. შენობის გარეთ შეკრებილები არიან ის დევნილები, რომელთა თქმით, სიაში ვერ მოხვდნენ და ბინებს ვერ მიიღებენ. დევნილთა სამინისტრო დღეს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ორ თორმეტსართულიან კორპუსში საცხოვრებელ ფართებს 144  დევნილ ოჯახს გადასცემს. 72 ერთოთახიანი, 48 ოროთახიანი და 24 სამოთახიანი ბინა დევნილ ოჯახებზე კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. სამინისტროს ცნობით, გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.კენჭისყრის პროცედურას მინისტრის პირველი მაოდგილე გრიგოლ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია და  დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრებიც ესწრებიან.კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, ზუგდიდში 7 ნგრევადი შენობა იხურება და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ.ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე კიდევ 4 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც 2017 წლის ბოლომდე ბინას  288 დევნილი ოჯახი მიიღებს.

სიახლეები

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა - საგამოცდო...

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....