მთავარისიახლეებიმსოფლიოქუთაისში მაღაზიის თანამშრომელმა გოგონამ შეიარაღებული მძარცველი სცემა

ქუთაისში მაღაზიის თანამშრომელმა გოგონამ შეიარაღებული მძარცველი სცემა

Published on

 წუხელ,  ღამის 12 საათზე ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს.  მსგავსი შემთხვევები ქვეყანაში არსებული მძიმე კრიმინოგენული სიტუაციის ფონზე აღარავის უკვირს, მაგრამ იყო ერთი ,,მაგრამ'' : .  მაღაზიაში მხოლოდ ორი გოგონა – ორი თანამშრომელი იმყოფებოდა, როცა იქ ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა და მათგან  ნავაჭრი თანხა მოითხოვა. ერთერთმა გოგონამ შიშველი ხელებით შეძლო მძარცველის განიტრალება.

 
"ახალგაზრდა ბიჭი კეპის ქუდით და დანით ხელში შემოვარდა და ჩვენი შეშინება სცადა. ალბათ, ეგონა რომ რადგან გოგოები ვიყავით შეგვაშინებდა, მაგრამ პირიქით მოხდა. არ შევშინდი და საკუთარი ხელებით ვცემე. ისეთ დღეში ჩავაგდე პატრულის მოსვლას ნატრულობდა. ამასობაში მეორე თანამშრომელმა პატრულს გამოუძახა და ისიც 10 წუთში მოვიდა", – ამბობს მარკეტის თანამშრომელი რადიო პირველთან საუბარში
 
თავდამსხმელი დაკავებულია. მიმდინარეობს გამოძიება  დაყაჩაღების მცდელობის მუხლით 

სიახლეები

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...

ინგირში 24 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა

13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირში მომხარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მიმალვაში მყოფი ელგუჯა ძაძუა...