მთავარისიახლეებისაზოგადოებაესპანეთში, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა პრინცი ბაგრატ ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი

ესპანეთში, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა პრინცი ბაგრატ ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი

Published on

 20 მარტს, ესპანეთში, 68 წლის ასაკში  გარდაიცვალა პრინცი ბაგრატ ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი. 
  საქართველოს სამეფო კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბაგრატ ბაგრატიონ–მუხრანბატონიშვილი ბავარიელი და ბურბონი იყო ბატონიშვილ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონის და მისი მესამე მეუღლის, ესპანეთის მეფის, ალფონსო XIII დის, ინფანტა მარია ტერეზასა და ბავარიის სამეფო ოჯახის წარმომადგენლის, ფერდინანდ ბავარიელის (ვიტელსბახის) ასულის – მარია დე ლას მერსედეს დე ბავიერა ი დე ბურბონის ვაჟი.
ბატონიშვილ ბაგრატს დარჩა ორი შვილი: იოანე (ხუან) და ინეს ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილები.
სამეფო კლუბი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პრინცის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ბატონიშვილ იოანეს და მისი ოჯახის წევრებს.

 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...