მთავარისიახლეებიმსოფლიორეჯებ თაიფ ერდოღანი: 16 აპრილს სრულიად ახალი თურქეთი დაიბადება

რეჯებ თაიფ ერდოღანი: 16 აპრილს სრულიად ახალი თურქეთი დაიბადება

Published on

„მეტი ვერაფრით ვერ დაგვემუქრებიან, ვერც ევროკავშირში გაწევრიანებით, ვერც „რეადმისიის შესახებ“ შეთანხმებით. მორჩა, ეს დრო დასრულდა. 16 აპრილს მმართველობის საპრეზიდენტო ფორმაზე გადავალთ და სრულიად ახალი თურქეთი დაიბადება. წლების განმავლობაში ევროკავშირი მიგვითითებდა თავის კრიტერიუმებზე, ახლა კი თვითონ თელავენ თავიანთ კრიტერიუმებს. 16 აპრილის რეფერენდუმის შემდეგ მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდებით, დავილაპარაკებთ. როგორც ახლა, ასე საქმე ვერ გაგრძელდება“, – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. 
 
16 აპრილს დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის შემდეგ, თურქეთი ყოველმხრივ და დეტალურად განიხილავს ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობებს – განაცხადა   ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. 
 
„თურქეთი პასუხს მოითხოვს მასზე წნეხის განხორციელების მცდელობებზე. ჩვენ ასევე მოვითხოვთ პასუხს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან მიმართებაში უხეშ მოპყრობაზე, რომლებსაც ჰოლანდიელი პოლიციელები ძალის გამოყენებით მიათრევდნენ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. 
 
მისი თქმით, რიგი ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ჩაეშალათ თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური პირების მონაწილეობით ჩასატარებელი ღონისძიებები. 
 
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა:  ,, მორჩა. ეს დრო დასრულდა – ევროპა ვერ შეძლებს თურქეთზე გავლენის მოხდენას ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების საბაბით''. 
 

სიახლეები

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...

ინგირში 24 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა

13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირში მომხარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მიმალვაში მყოფი ელგუჯა ძაძუა...