მთავარისიახლეებისამართალინიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 3100-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა

ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 3100-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა

Published on

ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს  ჯარიმა შეეფარდა.
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გაჩეჩილაძე ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემაში დამნაშავედ სცნო და მას სასჯელის სახით ჯარიმა – (3100 ლარი)  დააკისრა. 
 
მოსამართლემ სასჯელის გამოყენებისას, იმ გარმემოებებით იხელმძღვანელა, რომ რატი გაჩეჩილაძე დანაშაულს აღიარებს და წარსულში ნასამართლევი არაა.
 
გაჩეჩილაძეს შეფარდებული ჯარიმიდან 100 ლარი, პატიმრობაში გატარებული პერიოდის სანაცვლოდ ჩამოაკლდა და საბოლოოდ მას 3 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
 
ტელეკომპანია ”რუთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ფიზიკურად 7 იანვარს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში გაუსწორდნენ. ინციდენტიდან რამდენიმე საათში რატი გაჩეჩილაძემ ნიკა გვარამიას ცემის ფაქტი აღიარა და პოლიციას ჩაბარდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...