მთავარისიახლეებისპორტირაგბი ევროპა ტურნირის გადამწყვეტი მატჩის შედეგების გამოქვეყნების გამო ბოდიშს იხდის

რაგბი ევროპა ტურნირის გადამწყვეტი მატჩის შედეგების გამოქვეყნების გამო ბოდიშს იხდის

Published on

რაგბი ევროპა ტურნირის გადამწყვეტი მატჩის შედეგების გამოქვეყნების გამო საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს ბოდიშს უხდის.განცხადება რაგბი ევროპის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „რაგბის ევროპა ბოდიშს უხდის გულშემატკივრებს, სპორტსმენებს მომხდარი გაუგებრობის გამო “,- აღნიშნულია განცხადებაში.გუშინ, ბუქარესტში გამართული მატჩის შემდეგ, რუმინეთთან 8:7 დამარცხების მიუხედავად, ორგანიზატორებმა თასი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს გადასცა.ორგანიზატორებს წესებში გარკვევისთვის რამდენიმე საათი დასჭირდათ. საქართველოს ნაკრები გამარჯვებულად ერთი საათის განმავლობაში ითვლებოდა.როგორც ირკვევა, რაგბი ევროპამ არ გაითვალისწინა წესდებაში არსებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თანაბარ ქულებზე უპირატესობა ურთიერთ შეხვედრას ენიჭება.

სიახლეები

ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა – შემთხვევა ჩხოროწყუში მოხდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ...

ესპანეთში ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძეს ესპანეთში დააკავეს - ამის შესახებ დღეს სასამართლო...

რუსული დეზინფორმაციის საფრთხე ქვეყანაში – MDF-ის კვლევა

როგორ ვრცელდება საქართველოში ყალბი და მანიპულაციური შინაარსის ინფორმაცია - მედიის განვითარების ფონდმა (MDF) მედიის...

“ჩვენი ქვეყნის იმიჯი მნიშვნელოვნად დაზიანდა” – კორეაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

კორეაში საქართველოს ელჩი თარაშ პაპასქუა თანამდებობას ტოვებს - ამის შესახებ თარაშ პაპასქუა სოციალურ ქსელში...