მთავარისიახლეებისამართალიადვოკატების, მოსამართლეებისა და და პროკურორების შეხვედრა ანაკლიაში

ადვოკატების, მოსამართლეებისა და და პროკურორების შეხვედრა ანაკლიაში

Published on

ანაკლიაში ადვოკატებმა, მოსამართლეებმა და პროკურორებმა Bench-Bar-ის ფორმატში შეხვედრა გამართეს, სადაც აღკვეთის ღონისძიებები, მტკიცებულებების დასაშვებობა და მოპოვება, წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების პრობლემური საკითხები განიხილეს.
 
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, Bench-Bar-ის მუშაობას ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი უძღვებოდა. 
 
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადვოკატები, მოსამართლეები და პროკურორები, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები. აღინიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები, სხვადასხვა იურიდიული პროფესიების ჩართულობით, აუცილებელია ქვეყანაში ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებისათვის.
 
ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრა მხარდაჭერილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტის მიერ.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...

ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს და აიძულეს ჩვენს...

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...