მთავარისიახლეებიმსოფლიოპარიზის ორლის აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა ამ დრომდე შეჩერებულია

პარიზის ორლის აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა ამ დრომდე შეჩერებულია

Published on

პარიზის ორლის აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა ამ დრომდე შეჩერებულია.
 
დღეს დილის 08:30 საათზე, „ორლის“ აეროპორტში სამხედროებზე თავდასხმა მოხდა – აეროპორტის სამხრეთ ტერმინალზე მამაკაცი სამხედრო პატრულს დაესხა თავს და იარაღი წაართვა. ეჭვმიტანილი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ერთ-ერთ მაღაზიაში მოკლეს.ვრცელდება ასევე ინფორმაცია ერთი ადამიანის დაკავების შესახებაც, რომელიც შესაძლოა, თავდამსხმელის თანამზრახველი იყოს.  მოწმის სტატუსით დაიკითხება თავდამსხმელის ოჯახის 2 წევრი – მამა და ძმა, რომელიც პოლიციამ სახლიდან აიყვანა. 
 
თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ტერმინალიდან 3 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, გადაიდო ყველა რეისიც.
 
თუმცა, სპეცოპერაცია პარიზის სიდიდით მეორე აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დრომდე გრძელდება. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელს თან ასაფეთქებელი არ ჰქონია.
 
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა:  ,, საფრანგეთი განაგრძობს დაუნდობელ ბრძოლას ტერორისტების წინააღმდეგ და საკუთარი მოქალაქეების მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს'' – განაცხადა მან.
 
 დღესვე, ორლის ინცინდენტამდე მცირე ხნით ადრე, ადგილობრივი დროით დილის 07.00 საათზე  პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში, პოლიციის თანამშრომელმა საბუთების შემოწმების მიზნით მანქანა გააჩერა. მძღოლმა, პოლიციის თანამშრომელს საბუთები წარუდგინა, რის შემდეგაც მან სამართალდამცავს ცეცხლი გაუხსნა და მიიმალა 
 
საფრანგეთის შს მინისტრმა უკვე დაადასტურა, რომ პარიზში პოლიციელზე და „ორლის“ აეროპორტში სამხედროზე თავდასხმა ერთი და იგივე პირმა ჩაიდინა.

სიახლეები

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...