მთავარისიახლეებისაზოგადოებავანში შვილმა მამა სანადირო თოფით მოკლა

ვანში შვილმა მამა სანადირო თოფით მოკლა

Published on

ვანში, სოფელ ზეინდარში შვილმა მამა სანადირო თოფით მოკლა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
"სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის იარაღი. გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს", – განმარტავენ შს სამინისტროში.  
 ზეინდარში ვანის გამგებლის წარმომადგენლის  ბადრი ადეიშვილის  განცხადებით,  მამა- შვილს ოჯახში კონფლიქტი ხშირად ჰქონდა.  როგორც ვიცი, შვილმა გამომძიებელს უთხრა, რომ  მამა მისკენ წალდით თუ ნაჯახით წამოვიდა, რა დროსაც მამას თოფი ესროლა" 
ბრალდებულის დედა ადასტურებს, რომ მამა შვილს ხშირად ამცირებდა. " სულ ბრუციანო, ბრუციანოს ეძახდა…" –  ამბობს იგი. 
 
 
 
 

სიახლეები

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა-დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის...