მთავარისიახლეებისამართალიპოლიციამ მარტვილში, სოფელ ნაგვაზაოში მოხუც დებზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე ორი პირი...

პოლიციამ მარტვილში, სოფელ ნაგვაზაოში მოხუც დებზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე ორი პირი დააკავა

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ   დააკავა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოში მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი  – 1976 წელს დაბადებული პ.დ. და 1986 წელს დაბადებული რ.მ. .  მათ ბრალი  ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობის, ნარკოტიკური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინათ.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები 8 მარტს,თავს დაესხნენ მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში მცხოვრები ორი მოხუცი დის  –  1942 წელს დაბადებული მ.ჩ.-სა და 1940 წელს დაბადებული ც.ჩ-ს სახლს, . ორივე მათგანი აწამეს, რა დროსაც  ერთ-ერთი ქალბატონი – მ.ჩ.ადგილზე გარდაიცვალა. თავდამსხმელებმა  სახლიდან გაიტაცეს ფული და ოქროს სამკაულები  და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.  
 
პ.დ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო გადაჭრილი სანადირო თოფი – ე.წ „აბრეზი“  და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, ხოლო  რ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა 9,0012 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რ.მ. დაკავების დროსაც ამ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
 
გამოძიება ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 236-მუხლის მე-2 ნაწილით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში..
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...