მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთში კაპარჭისა და უჩაღალის ნაპირებზე წყალმა დიდი რაოდენობით მკვდარი კარჩხანა გამორიყა

ფოთში კაპარჭისა და უჩაღალის ნაპირებზე წყალმა დიდი რაოდენობით მკვდარი კარჩხანა გამორიყა

Published on

ფოთში, მდინარეების კაპარჭისა და უჩაღალის  ნაპირებზე წყალმა დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამორიყა. მეთევზეების თქმით, ძირითადად კარჩხანაა.  ისინი ვარაუდობენ, რომ თევზების მასობრივი დაღუპვა  რაღაც დაავადებით შეიძება იყოს გამოწვეული. 
 
,,ჩემი აზრით, რაღაც ავადმყოფობაა გავრცელებული, თორემ წყალზე, რომ იყოს დამოკიდებული, ყველა სახეობის თევზი დაიხოცებოდა. ჩვენ მიზეზი არ ვიცით. მოვითხოვთ, სპეციალისტებმა გამოიკვლიონ,თუ რამ გამოიწვია თევზების დახოცვა“, – განაცხადა მეთევზე შუქურ ხარბედიამ ინტერპრესნიუსთან საუბარში. 
 
გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსი არჩილ გუჩმანიძე აცხადებს, რომ ისინი მომხდარის შესახებ ინფორმირებულები არიან. მისივე თქმით, სპეციალურმა ჯგუფმა წყლისა და თევზის სინჯები აიღო. თუ რამ გამოიწვია თევზის დახოცვა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი..

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...