გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რაშიდ კანჯიოღლიზე ინტერპოლის მიერ ძებნა გამოცხადდა. გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს. როგორც გამოძიების მიერ დადგინდა, ოთხოზორია ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულმა რაშიდ კანჯიოღლიმ მოკლა. მას განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რის შემდეგაც საქალაქო სასამართლომ ასევე დაუსწრებლად 12 წლით პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სასჯელი დაუმძიმა და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რაშიდ კანჯიოღლის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხს ქართული მხარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გალის შეხვედრებზე მუდმივად აყენებს.
სიახლეები
სიახლეები
2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო
2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, გუშინ,...
საზოგადოება
ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი
ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...
საზოგადოება
7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება
“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება
7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...
საზოგადოება
აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება
აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...