მთავარისიახლეებისამართალიგიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა

Published on

გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რაშიდ კანჯიოღლიზე ინტერპოლის მიერ ძებნა გამოცხადდა. გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს. როგორც გამოძიების მიერ დადგინდა, ოთხოზორია ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულმა რაშიდ კანჯიოღლიმ მოკლა. მას განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რის შემდეგაც საქალაქო სასამართლომ ასევე დაუსწრებლად 12 წლით პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სასჯელი დაუმძიმა და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რაშიდ კანჯიოღლის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხს ქართული მხარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გალის შეხვედრებზე მუდმივად აყენებს. 

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....