მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდში მოქალაქესა და პატრულს შორის მცირე ინციდენტი მოხდა

ზუგდიდში მოქალაქესა და პატრულს შორის მცირე ინციდენტი მოხდა

Published on

ქალაქ ზუგდიდში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე ინციდენტი მოხდა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებსა და მოქალაქე თემურ ხარლამპიდს შორის. როგორც ხარლამპიდმა განაცხადა, ის ქალაქში საკუთარი ავტომობილით მოძრაობდა, რა დროსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ღვედის არქონის მიზეზით გააჩერეს, თუმცა თავად საპირისპიროს ირწმუნება. მისივე განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა. მცირე ინციდენტისას ხარლამპიდი შეუძლოდ გახდა და მას დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გაუწია.

აღნიშნულს ადასტურებს თემურ ხარლამპიდის დაც,რომლის განცხადებით, ღვედი ორივეს ეკეთათ და მოძრაობის კანონი არ დაურღვევიათ.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მოქალაქე თემურ ხარლამპიდი ალკოტესტზეც შეამოწმეს, თუმცა სიმთვრალე არ დაუდგინდა. პატრულის თანამშრომლებმა მას არც 40 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....