მთავარისიახლეებისამართალიონლაინ თაღლითებმა პირადი მონაცემების მოპარვის ახალი სქემა შექმნეს

ონლაინ თაღლითებმა პირადი მონაცემების მოპარვის ახალი სქემა შექმნეს

Published on

ონლაინ-თაღლითებმა ინტერნეტის მომხმარებლებისთვის პირადი ინფორმაციის შემცველი მონაცემების გამოსაძალად ახალი სქემა შექმნეს. ინფორმაციას Lifehacker-ი ავრცელებს.

ონლაინგამოცემის ცნობით, თაღლითები Gmail-ის ყალბი ექაუნთებით მომხმარებლებს ელფოსტებზე უგზავნიან სტანდარტულ, სხვა წერილებისგან არაფრით განსხვავებულ შეტყობინებებს, რომლებსაც მიბმული აქვს PDF ან Word-ის ფორმატის ფაილი და იუზერებს მის გახსნას სთხოვენ, ფაილის გახსნის მოტივად კი სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ.

როდესაც მომხმარებელი წერილზე მიბმულ ფაილს აჭერს, ის, გახსნის ნაცვლად, ამისამართებს Google sign-in ფანჯარაში და, ხელახლა შესასვლელად, პაროლისა და მომხმარებლის სახელის შეყვანას სთხოვს.

ხაფანგი სწორედ აქ არის: წერილზე მიბმული მასალა ჩვეულებრივი ფაილი არ არის, არამედ ე.წ. ფოტოფაილია (embedded images), რომელიც Google/Gmail-ის ავტორიზაციის ფანჯარას ჰგავს და მონაცემების შეყვანის შემთხვევაში, მომხმარებელი ინფორმაციას ონლაინ-კრიმინალებს უგზავნის.

გახსოვდეთ, რომ თუ უკვე შესული ხართ Google/Gmail-ის სისტემაში თქვენი იუზერითა და პაროლით, ხელმეორე ვერიფიკაციის მოთხოვნას არ დათანხმდეთ, რადგან ამ დროს თქვენს მონაცემებს პირდაპირ თაღლითებს უგზავნით.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....