მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახა კალაძე "იმედის დრო"-ში მის განცხადებაზე განმარტებას აკეთებს

კახა კალაძე “იმედის დრო”-ში მის განცხადებაზე განმარტებას აკეთებს

Published on

საქართველოს ვიცეპრემიერი კახა კალაძე "იმედის დროში" გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით Facebook-ზე განმარტებას ავრცელებს. 

"ვეხმაურები ამ კონკრეტულ ფრაზას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობა, ბათუმელები შეაწუხეს ეს რამდენიმე დღე ერთი და იგივეს ტრიალით და სიცრუის ტირაჟირებით. ძალიან კარგად ვიცი რამდენად სენსიტიური თემაა ეს თითოეული აჭარელისთვის," – წერს კალაძე და განმარტავს, რომ მის მიერ ეთნიკური დაპირისპირების მცდელობის პროვოცირების შესახებ განცხადება ჩვეულებრივი ფრაზა იქნებოდა, რომ "არა მცდელობა რამდენიმე გაკოტრებული პოლიტიკოსისგან და მათთან ასოცირებული ჟურნალისტებისგან ამ ფრაზისთვის თავისთვის სასურველი ინტერპრეტაცია მიეცათ."
კალაძის განმარტებით, "თათრის ძახილი", დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რომელიც მიზნად ისახავდა აქციისთვის ეთნიკური ელფერის მიცემას და ქვეყნის სხვადასხვა კუთხის მოსახლეობის ერთმანეთთან კუთხურობის ნიშნით დაპირისპირებას.
"და ამის საფუძველზე ვიღაც ჟურნალისტის კონკრეტული პარტიული ინტერესის გამო აგორებულ კამპანიას აყვა ყველა ის, ვისაც თავის წარმოჩენის სურვილი გაუჩნდა. სამწუხაროა ხალხის ნერვებზე ასეთი ფორმით თამაში. თორემ პირადად ჩემს ნერვებს ცილისწამება და სიცრუე ვერც აქამდე აკლებდა რამეს, ვერც მომავალში გავახარებ მსურველებს," – წერს კალაძე Facebook-ზე.
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....