მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზეთის მანდარინები - არა ფილმში, არამედ რეალურ ომში

აფხაზეთის მანდარინები – არა ფილმში, არამედ რეალურ ომში

Published on

დღეს 24 – ე წელი სრულდება აფხაზეთის ომის ერთერთი ყველაზე მასშტაბური შეტაკებიდან რუსულ – სომხურ-აფხაზურ და ჩრდილოკავკასიურ საბრძოლო დაჯგუფებებთან,  რომელთაც ჩაეშალათ სოხუმის ელვისებური აღების გეგმა, და საქართველოს ისტორიაში დარჩება როგორც მშობლიური ქალაქის დასაცავად იარაღასხმული ხალხის თავგანწირვისა და მხედრული სიმამაცის მაგალითი. 
მათ, ვინც  გუმისთისპირა  მანდარინების ბაღებით მოიპარებოდა სოხუმში ქართველების ამოსახოცად, იქვე ჰპოვა სიკვდილი, რომელსაც სხვას უქადდა
 
1993 წლის მარტის ქრონიკიდან:   
16 მარტი
ღამის 2 საათზე მოწინააღმდეგემ დაიწყო მდ. გუმისთაზე ქართველთა პოზიციებისა და ქ. სოხუმის მასირებული საარტილერიო დაბომბვა. მოგვიანებით ჰაერში გამოჩნდა სუ-25 ტიპის რამდენიმე მოიერიშე თვითმფრინავი, რომელთაც გადმოყარეს მანათობელი რაკეტები და დაბომბეს ქალაქი, საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. გამთენიისას მოწინააღმდეგის დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალა ფრონტის მთელ ხაზზე შეტევაზე გადმოვიდა. რუსეთის სპეცდანიშნულების შენაერთებს ევალებოდათ გზის „გაწმენდა" და მეორე ეშელონად აფხაზთა და დაქირავებულთა შემოყვანა სოხუმში. მდ. გუმისთა რუსეთის ფედერაციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებმა გადმოლახეს და ხელში ჩაიგდეს პლაცდარმი ე.წ. უჩხოზთან და გუმისთის ხაზის ზოგიერთი მონაკვეთი. დაიკავეს რამდენიმე ნაგებობა. მაგარამ მცირერიცხვოვან ქართველთაგან, რომლებიც პოზიციებზე მორიგეობდნენ, მედგარ წინააღმდეგობას შეხვდნენ. გამოცხადდა განგაში და დილის 5-6 საათისთვის ფრონტი გამაგრდა. განხორციელდა კონტრშეტევა და ფრონტის ხაზი აღსდგა. 16 საათისთვის დაიწყო გაწმენდითი ოპერაციები. დაბნელების შემდეგ ბრძოლების ინტენსივობა შემცირდა. ღამის განმავლობაში რესეთის სამხედრო თვითმფრინავებმა კვლავ რამდენიმეჯერ დაბომბეს ქალაქი, რასაც მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. ღამის 3 საათზე მოწინააღმდეგემ განახორციელა მეორე შეტევა, მაგრამ ვერ გადმოლახა მდინარე და უკან დაიხია.
– სოხუმის თამარ მეფის, კუხალეიშვილის, მარუხის ქუჩები, თბილისის გზატკეცილი, შუქურას რაიონი – აი, არასრული სია მისამართებისა, სადაც დიდი სიმძლავრის (300-500 კგ) საავიაციო ბომბები ჩამოაგდეს და მრავალი მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა, დაინგრა საცხოვრებელი სახლები. ეს იყო ყველაზე მასშტაბური შემოტევა გუმისთაზე, რომელსაც 600-მდე დაქირავებული ოკუპანტი და აფხაზი სეპარატისტი შეეწირა. ქართული მხრიდან დაიღუპა ასზე მეტი მეომარი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა.
17 მარტი
– საქართველოს პარლამენტმა მიმართვა გაუგზავნა გაეროს, ევროპარლამენტს, მსოფლიოს ქვეყნების პარლამენტებს, რუსეთის ფედერაციის უზენაეს საბჭოს, სადაც აღნიშნა, რომ აფხაზ სეპარატისტებს ამოფარებული რუსეთის შეიარაღებული ძალები 16 მარტის შეტევაში ასრულებდნენ გადამწყვეტ როლს. აგრესორების მიზანია საქართველოსაგან აფხაზეთის მოწყვეტა. პარლამენტმა რუსეთისაგან მოითხოვა ჯარების გაყვანა კონფლიქტის ზონიდან.
– ქ. მოსკოვის დეპუტატთა საბჭო იღებს მიმართვას რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოსადმი საქართველოს მიმართ სანქციების შემოღების მოთხოვნით.
– 13 საათისთვის სოხუმის შუქურას რაიონში გამოჩნდა მოწინააღმდეგის გემი, რომელსაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და ჩაძირეს.
– ღამის 3 საათზე კვლავ იყო გუმისთის გადმოლახვის მცდელობა, მაგრამ საარტილერიო ცეცხლმა ამის საშუალება არ მისცა მოწინააღმდეგეს.
– ქართულმა შენაერთებმა გუმისთაზე, სოფ. აჩადარაში ტყვედ აიყვანეს სომხების ბაგრამიანის ბატალიონის მებრძოლები.
18 მარტი
-17 საათისთვის შემჩნეულ იქნა ახალი ათონის მხრიდან მომავალი აფხაზური მხარის მძიმე სატვირთო ავტომანქანების კოლონა, რომელიც ეშერის მიმართულებით მიემართებოდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების საარტილერიო ცეცხლით ექვსიდან ოთხი მანქანა განადგურდა.

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...