მთავარისიახლეებისამართალიჟურნალისტ ელისო კილაძის შვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

Published on

ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილს დავით ხარშილაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ელისო კილაძე ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე 13 მარტს დააკავეს.
დავით ხარშილაძე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს და 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....