მთავარისიახლეებისამართალი,,მევიდა ჩვენი დრო?!'' - 2014- 2015 წლებში საქართველოში 20.5-ით გაიზარდა პატიმრების რაოდენობა,...

,,მევიდა ჩვენი დრო?!” – 2014- 2015 წლებში საქართველოში 20.5-ით გაიზარდა პატიმრების რაოდენობა, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში

Published on

2014-დან 2015 წლამდე პერიოდში პატიმრების რაოდენობა ევროპულ ციხეებში 6.8%-ით შემცირდა, თუმცა ციხეების პატიმრებით გადატვირთულობა ევროპის 15 ქვეყანაში პრობლემად რჩება, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს პენიტენციური სტატისტიკის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. 
 
ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში ციხის საკანში მოთავსების ინდექსი ყველაზე მეტად გაიზარდა საქართველოში (+20.5%), ქვეყანაში 100 000 მოსახლეზე 274.6)  პატიმარი მოდის, ეს ველაზე მარალი მაჩვენებელია  რუსეთისა (439.2 პატიმარი)  და  ლიტვის  (277.7) შემდეგ.
 
ანგარიშში აჩვენებს, რომ ევროპის ციხეებში ყოველი მეხუთე პატიმარი ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით იხდის სასჯელს. თუმცა საქართველოში  ეს მაჩვენებელი ბევრად მაღალია და 25 პროცენტს აღემატება, დანაშაულის სტატისტიკაში მეორე ადგილზეა ქურდობა, მესამეზე კი – მკვლელობა.
 
საქართველოში ქალი პატიმრების წილი 3.1 პროცენტია, რაც მნიშვნელოვნად დაბალია ევროპის საბჭოს ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე. 
 
ასევე, ანგარიშის თანახმად, საქართველოში არ არის გადატვირთული სასჯელაღსრულების დაწესებულები და თითოეულ პატიმარზე დღიურად საშუალოდ 6 ევრომდე იხარჯება. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია კვლევაში მონაწილე ქვეყნებს შორის.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...