„მტერსაც ვერ გავწირავ მსგავსი ტკივილისთვის.“- ემოციური პოსტი ადამიანისგან, რომელიც ვერაგ დაავადებას ებრძვის

0
409
„არ ვიცი როგორ დავიწყო, ტკივილს ვერაფერი მიყუჩებს, არ ვიცი ვის მივმართო, 2014 წლიდან ვებრძვი ავთვისებიან სიმსივნეს, საკუთარი ხარჯებით იმიტომ რომ საყოველთაო არ მეკუთვნის. კორპორაციული დაზღვევა გავაკეთე მაგრამ ეს მარტო ქიმიისთვის მყოფნის ხოლო სხივები გამოკვლევები და რაც მთავარია ჰერცეპტინი რომელიც 10ამპულა 54000ათასი ლარი ღირს აუცილებლად მჭირდება. მაგრამ ჯანდაცვამ უარი მითხრა მე4 სტადია გაქვსო და პროგრამაში ვერ ჩაგსვამთო, არადა თბილისში ფინანსდება მგონი რეგიონშიც მე3 ჩათვლით .მე არ ვარ ამ ქვეყნის შვილი თუ მარტო თბილისია საქართველო. ტკივილი ყველას ერთნაირი გვაქვს. მირჩიეთ რა ვქნა და ვის მივმართო?!“- ამ პოსტს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სოფელ დარჩელის მკვიდრი მაია შენგელია წერს, რომელსაც აქვს ავთვისებიანი სიმსივნე IV სტადია, სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ ესაჭიროება მედიკამენტოზური ძვირად ღირებული მკურნალობა,რომლის შესაძლებლობა ოჯახს არ გააჩნია ,მაია შენგელია ვერ სარგებლობს სახელმწიფო დაზღვევით.მას მთელი სოფელი დაუდგა გვერდში,რისთვისაც ის მადლიერია,მაგრამ საბოლოო გამოჯამრთელებისათვის, მას ჩვენი,თქვენი დახმარება სჭირდება. "ჩემო ერთგულო მეგობრებო ილოცეთ ჩემთვის, ვერაგ ავადმყოფობასთან მიწევს ჭიდილი…თქვენი გამხნევება ძალას მმატებს და მაძლიერებს მადლობა ყველას მიყვარხართ."- წერს მაია..დღეს არის სწორედ ის დღე, როცა ყველა ერთად უნდა გავაქტიურდეთ მაია შენგელიას გადასარჩენად. ღმერთი შანსს მხოლოდ ერთხელ გვაძლევს და დაე, გამოვიყენოთ ეს შანსი და ვიყოთ ისინი ვინც მომავალში მაიას დანახვაზე თბილად გაიღიმებს.შენ გადაარჩენ მაიას!ეს სწორედ ის მომენტია, სადაც წამიც კი მნიშვნელოვანია.გთხოვთ, როგორც არასდროს,გამოიჩინეთ გულისხმიერება და დავეხმაროთ ავადმყოფს სიმსივნის დამარცხებაში.
მაია შენგელიას სახელზე გახსნილია ბანკში ანგარიში:
მიმღები: მაია შენგელია
ლიბერთი ბანკი GE 94LB 0711197373448000
GEL/USD/EUR- მულტისავალუტო ანგარიში.
მიმღები: ჭანტურია კახაბერი
საქართველოს ბანკი
GE22BG 0000000193150500
 
წინა სტატიამეუფე პეტრე სინოდის მიერ მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს
შემდეგი სტატიასინოდი მიტროპოლიტ პეტრეს წერილითვე უპასუხებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური