მთავარისიახლეებისამხედრო თემათავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ თანხის მითვისების ბრალდებით ორი პირი დააკავა

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ თანხის მითვისების ბრალდებით ორი პირი დააკავა

Published on

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ თანხის მითვისების ბრალდებით ორი პირი დააკავა.
 
გამოძიების ინფორმაციით,  სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას'' მიერ დაფუძნებული შპს სამშენებლო კომპანია ,,მშენებელი 2011''-ის საფინანსო განყოფილების უფროსს ა.ბ.-ს და ამავე კომპანიის არქიტექტორ-დიზაინერს ბ.ე.-ს ბრალად 243 000 ლარის მითვისება ედებათ.
 
საუბარია იმაზე, რომ საფინანსო განყოფილების უფროსი და მისი თანამზრახველი   პირად სახელფასო ბარათზე პერიოდულად რიცხავდა  სხვადასხვა ოდენობის თანხებს და ხდებოდა ამ თანხების მითვისება.
 
მათ წინააღმდეგ სამხედრო პოლიციაში საქმე სსკ-ის 182 – ე მუხლის II ნაწილის „დ“ და III ნაწილის “ბ” პუნქტებით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის ან დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას ეხება და შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
 
დანაშაული შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...

საია- სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა...