მთავარისიახლეებისამართალიე.წ. მატროსოვის ციხეში მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა...

ე.წ. მატროსოვის ციხეში მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს

Published on

ე.წ. მატროსოვის ციხეში  მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის დასაკითხად  პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით ბრალდებულს  მიმდინარეობს.  ამოეწურა ყველა საბაბი, რის გამოც კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხს არ სცემდა. .გამოძიებას მასთან აქვს ბევრი შეკითხვა, რომელიც დაკავშირებულია მოტივაციასთან, კავშირებთან,  მომწამვლელი ნივთიერების მოძიებასთან და სხვა გარემოებებთან.
 
დეკანოზი დაკითხვის განახლებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც პროკურატურამ მისი ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველყო.
სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში. იმყოფებიან ბრალდებულის ადვოკატებიც. მამა გიორგი მამალაძე მზად არის ყველა კითხვას ამომწურავად გასცეს პასუხი, – ამბობს მიხეილ რამიშვილი.- „დასვან რამდენი კითხვაც უნდათ, მაგრამ  მამა გიორგიმ ერთხელ უკვე ყველა კითხვაზე გასცა ამომწურავი პასუხი. დანარჩენი საზოგადოებრივი, ცხოვრებისეული თუ ექნებათ, დასვან და ვისაუბრებთ“,
ამასთან, ადვოკატის მტკიცებით, დეკანოზს ციანიდი საერთოდ არ შეუძენია.
რაც შეეხება დეკანოზის სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იარაღს, ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მოწმე ირაკლი მამალაძე თავისი მეგობრების მოწმედ დაყენებას აპირებს, რომ იარაღი მისი არ არის, რასაც დაკავებული დეკანოზი ამტკიცებს. 
ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით კი, პირველი ჩვენება 33-გვერდიანი იყო და გაუგებარია, დამატებით რა შეკითხვები შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას. 
„რაც მის საქმესთან შემხებლობაში იქნება, გასცემს პასუხებს. პროკურატურის ამოცანა თუ ის იქნება, რომ 90-იან წლებში ჩადენილი დანაშაულები მამა გიორგის დახმარებით გახსნან, ის ფიზიკურად ვერ უპასუხებს“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. 
 
.
 

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...