მთავარისიახლეებისამართალიდაიკითხება თუ არა სინოდის 47 - ვე წევრი - რა მასალები...

დაიკითხება თუ არა სინოდის 47 – ვე წევრი – რა მასალები აქვს ადვოკატ რამიშვილს?

Published on

ე. წ. ციანიდის საქმეში ამ დრომდე პასუხგაუცემელი რჩება მთავარი კითხვები  – ვისი მოკვლა იგეგმებოდა, ან საერთოდ თუ იგეგმებოდა ვინმეს მოკვლა, ან ვის ინტერესებში მოქმედებდა დეკანოზი  გიორგი მამალაძე.
 
რაც უფრო დიდი დრო გადის, მით მეტ კითხვას ბადებს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები – კათოლიკოს-პატრიარქის უახლოესი გარემოცვის წევრებიდან მის გვერდით სულ უფრო ნაკლები ადამიანი დგას. მამა გიორგი მამალაძე ციხეში ზის, პატრიარქის ნათესავი და პირადი დაცვის ხელმძღვანელი, სოსო ოხანაშვილი პოსტიდან გადადგა, ილია მეორის ძმისშვილმა, მეუფე დიმიტრიმ საჯაროდ თქვა უარი პატრიარქობაზე და ის, ძირითადად, დუმილს ინარჩუნებს, ხოლო ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს, რომელიც ღიად უპირისპირდება ოპატრიარქის მდივან – რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს, სინოდმა საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელობა ჩამოართვა. 
თეოლოგებისა და ფართო საზოგადოების აზრით, ციანიდის საქმე აისბერგის ზედა ნაწილია, რა ხდება საპატრიარქოში – ღრმა წყალშია ჩაფლული.
 
თუ საქმეს არ შეწყვეტენ, სასამართლო პროცესზე სინოდის 47 წევრის დაკითხვა იქნება საჭირო, ძალიან ბევრი მასალა მაქვს, – აცხადებს  ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი
 „პროკურატურას არაერთხელ მივმართე, შეწყვიტეთ საქმე-მეთქი, ჩუმად ვარ ჯერჯერობით, რადგან ვიცავ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს ინტერესებს, მაგრამ თუ საქმეს არ შეწყვეტენ, ძალიან ბევრი რამე ვიცი და ამას მსვლელობა მიეცემა.
ძალიან ბევრი მასალა მაქვს, ვურჩევ, დაამთავრონ ეს სპექტაკლი, თორემ სასამართლო პროცესზე სინოდის 47 წევრის დაკითხვა იქნება საჭირო, “, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა  გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში . 
 
 
 

 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...