მთავარისიახლეებიპოლიტიკაბათუმის ქუჩებში აგრესიული ქცევის მოქალაქეების დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს

ბათუმის ქუჩებში აგრესიული ქცევის მოქალაქეების დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს

Published on

ამ წუთებში ბათუმის ქუჩებში დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიციის სპეცრაზმები იმ ჯგუფის წარმომადგენლებს აკავებენ, რომლებიც ბოლო საათებში განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.  
 
ისინი ცეცხლს უკიდებდნენ მანქანებს და ქალაქის ინფრასტრუქტურას.  ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა, რომელთა შორის არასრულწლოვანებიც იმყოფებოდნენ,  პოლიციის სამმართველოსთან ბენზინი მიიტანა. სამართალდამცავების მისამართით ქვებს ისროდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდენ. ხელს უშლიდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ცეცხლის კერების ჩაქრობაში. 
სპეცრაზმელებს ისევ მოუხდათ რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება. 
თუმცა, აშკარა გახდა, რომ დაშოსმინების ნაცვლად მოქალაქეთა ერთი ჯგუფი, ცეცხლის კერების განახლებას გეგმავდა – მათ ბარიკადების აგება იწყეს . პ
 
ბათუმში არეულობა 12 საათზე მეტია, რაც გრძელდება, გადაწყვეტილება მისი აღკვეთის შესახებ  ახლახან იქნა მიღებული ძალოვანების თათბირზე შს მინისტრის ხელმძღვანელობით. 
 

სიახლეები

მალანიას ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარედგინა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. შს მინისტრის ყოფილი...

ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%,...

საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო...

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...