მთავარისიახლეებისამართალი”ქართული ოცნების” ლიდერი მიკროავტობუსების მოპარვის ფაქტშია ეჭვმიტანილი

”ქართული ოცნების” ლიდერი მიკროავტობუსების მოპარვის ფაქტშია ეჭვმიტანილი

Published on

 ოზურგეთის პოლიციაში მიკროავტობუსების ქურდობის ფაქტზე ”ქართული ოცნების” ოზურგეთის ორგანიზაციის ერთერთ ლიდერის, ბექა ფუტკარაიას დაკითხვა მიმდინარეობს. ბექა ფუტკარაია ”ქართული ოცნების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის გამგეობის წევრი და პოლიტიკური მდივანია.
 
”გურიის მოამბის” ცნობით, იგი  ამ ეტაპზე მოწმის სტატუსით იკითხება და დაკითხვის შემდეგ გახდება ცნობილი, წაუყენებს თუ არა მას ბრალს პოლიცია მიკროავტობუსების გატაცებასთან კავშირისათვის .
 
წუხელ, ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ქუჩაზე, გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, ორი მიკროავტობუსი, მას შემდეგ გაიტაცეს, როცა, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, საცხოვრებელი სახლისაკენ მიმავალმა მძღოლებმა, მაღაზიაში  შეიარეს.
 
გატაცებული ორი მიკროავტობუსიდან, ერთი პოლიციამ დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურში-ოქროსხედის უბანში, ბახვის თემში იპოვა. ამას სოფლის რწმუნებულიც  ადასტურებს.
ბახვის მოსახლეობის განცხადებით, გატაცებული მიკროავტობუსი მთლიანად გაძარცული,  დაშლილი და მიტოვებული იყო.
 
მიმდინარეობს  წუხელ გატაცებული მეორე მიკროავტობუსის ძებნაც.
 
 

 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...