მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია: ქვეყანას არ ყავს მთავრობა. ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულმა მართვამ მიგვიყვანა იქამდე,...

ნიკა მელია: ქვეყანას არ ყავს მთავრობა. ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულმა მართვამ მიგვიყვანა იქამდე, რასაც ვხედავთ

Published on

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი  ნიკა მელია, ხელისუფლებას აკრიტიკებს. მისი თქმით, 10 საათზე მეტია, რაც აქცია მიმდინარეობს და ხელისუფლებამ ამ დრომდე ქმედითი ღონისძიებების გატარება ვერ შეძლო.
 
მისი თქმით, ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ ქვეყანაში არ არსებობს მთავრობა, არ არსებობს პასუხისმგებელი პირი, მათ შორის შს მინისტრის სახით.
 
„შს სამინისტროს არ ჰყავს მინისტრი, იუსტიციის სამინისტროს არ ჰყავს მინისტრი, გენერალურ პროკურატურას არ ჰყავს გენერალური პროკურორი – არ არსებობს ხელისუფლება. სადღაც არსებობს ქვეყნებში კარგი ხელისუფლება, სადღაც არსებობს ცუდი ხელისუფლება, ჩვენს ქვეყანაში კი არ არსებობს ხელისუფლება. არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, რომლის ოლიგარქიულმა მართვამ მიგვიყვანა იქამდე, რასაც ვხედავთ.
აბსოლუტურად ტრივიალური შელაპარაკება პატრულსა და მოქალაქეს შორის, ვხედავთ რაში გადაიზარდა. 10 საათის წინ დაიწყო ეს ყველაფერი და არც ერთი პასუხისმგებელი პირი არ აღმოჩნდა ქვეყანაში, ვინც გააკეთებდა განცხადებას და ხელს შეუწყობდა სიტუაციის დაშოშმინებას. მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა ადამიანი ვისაც აქვს პრეტენზია შს მინისტრობაზე. 
 
 უწყინარ პროტესტს, რომელსაც 10-15 ადამიანი აპროტესდებდა, ხელისუფლებამ უპასუხა ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით. ძალიან მოლიპულ გზაზე დადის ეს ხელისუფლება. რაც ხდება ეს  არის გამოძახილი იმ ცინიზმის, რასაც ადგილი აქვს ივანიშვილის მხრიდან აჭარის მოსახლეობის მიმართ. უკანასკნელი წლების განმავლობაში, ეს ადამიანი ასწლოვან ხეებს დაათრევს, კეტავს ცენტრალურ მაგისტრალებს, ხსნის ელექტროენერგიის სადენებს და ა.შ. ეს ყველაფერი დაგროვდა და შეასრულა კუმულაციური ეფექტი ამ უწყინარ შელაპარაკებაში საპატრულო პოლიციას და მოქალაქეს შორის. ქვეყანაში არის ქაოსი, რადგან არ ჰყავს კომპეტენტური პირი ხელისუფლებას“, – განაცხადა მელიამ. 
 
მისივე თქმით, ივანიშვილისგან არ არის გასაკვირი, რომ ეს ყველაფერი „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალოს. 
„ყველანი ვხედავთ, რომ ძალიან სპონტანურად, სტიქიურად წამოწყებული საპროტესტო აქციაა, რომელსაც უპასუხა ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით. რომელ მართულ აქციაზეა საუბარი? ივანიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებას „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებდა, ევროპარლამენტარების განცხადებასაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებდა და ეს, რომ დააბრალოს „ნაციონალურ მოძრაობას“, რატომ უნდა გამიკვირდეს?“ – აღნიშნა მელიამ.
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...