მთავარისიახლეებისამართალი"პირსისხლიანი მთავრობის დანატოვრებმა", "ნაციონალების ძლოკვებმა" წულუკიანს სასამართლო პროცესი მოუგეს

“პირსისხლიანი მთავრობის დანატოვრებმა”, “ნაციონალების ძლოკვებმა” წულუკიანს სასამართლო პროცესი მოუგეს

Published on

იუსტიციის სამინისტროდან 2014 წლის იანვარში გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ანა სუბელიანმა და თამაზ ახობაძემ თეა წულუკიანს სააპელაციო სასამართლოში დავა მოუგეს.  სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროს სამწლიანი იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ასევე სამსახურში აღდგენა დაეკისრა.
 
 2013 წლის ნოემბერში იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი დავით მაისურაძე. ანა სუბელიანის თქმით, ეს ფაქტი მან და ახობაძემ გააპროტესტეს, მათ შორის, Facebook პოსტების საშუალებითაც, რასაც წულუკიანის მიერ მათი დაბარება მოჰყვა. 
 
,,ტაბულასთან'' საუბარში ანა სუბ  წულუკიანმა სხვა თანამშრომლებთან ისინი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენია – "პირსისხლიანი მთავრობის დანატოვრები", "წინა მთავრობის გადმონაშთები", "ნაციონალების ძლოკვები" და სხვ.
 
სუბელიანის თქმით, მას და ახობაძეს ამის შემდეგ ორი თვის მანძილზე ავიწროებდნენ და ცდილობდნენ, რომ მათგანვე მიეღოთ განცხადება გათავისუფლების მოთხოვნაზე. 
 
"ეს არ გავაკეთეთ და 2014 წლის იანვარში გაგვათავისუფლეს რეორგანიზაციის საშუალებით. სასამართლოს წინაშე მოწმეებმა დაადასტურეს ყველაფერი, მათ შორის წულუკიანთან შეხვედრის დეტალები და ის ეპითეტები, რასაც ის გვიწოდებდა. ამდენად, სასამართლომ ეჭვქვეშ აღარ დააყენა ის ფაქტი, რომ ჩვენი გათავისუფლება მოხდა დისკრიმინაციის საფუძველზე და უკანონოდ. ასევე წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები ჩვენი პროფესიონალიზმის დასამტკიცებლად და არც ეს გამხდარა სადავო", – განუცხადა სუბელიანმა ტაბულას.
 
2016 წლის აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლომ ანა სუბელიანის და თამაზ ახობაძის მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ისინი ითხოვდნენ სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და პირგასამტეხლოს, თუმცა მოსამართლემ იუსტიციის სამინისტროს მხოლოდ ოთხი თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა. ამის შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომლებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...