მთავარისიახლეებიმსოფლიო,,ოხორჯა ოხორჯა რენ! ფუფქი ბაბა სქანი რენ!'' - "ქალი არის...

,,ოხორჯა ოხორჯა რენ! ფუფქი ბაბა სქანი რენ!” – “ქალი არის ქალი. ყვავილი მამაშენია! ” – ლაზი ქალები სტამბულში გამართულ აქციაზე

Published on

,,ოხორჯა ოხორჯა რენ! ფუფქი ბაბა სქანი რენ!''  –  "ქალი არის ქალი. ყვავილი მამაშენია! " –  ეს სახალისო ლოზუნგი ლაზმა ქალებმა სტამბოლში გამართულ   აქციაზე გამოიტანეს .
 
აქცია კვირას, ექვს მარტს გაიმართა და მიზნად ისახავდა ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას თურქეთის ქალთა პრობლემებისადმი. ხელისუფლებამ კი, რომელსაც ფეთჰულაჰ გიულენის აჩრდილი სდევს ყველგან და ყველაფერში, ამ აქციაში კიდევ ერთი გამოწვევა დაინახა და რეზინის ტყვიები დაუშინა დემონსტანტებს. 
 
ეს კარგად ჩანს თურქეთის პრემიერმინისტრის ბინალი ილდირიმის სიტყვაში, რომელიც მან  გუშინ, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) მხრიდან ქალაქ იზმირში ორგანიზებულ მსოფლიო ქალთა დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე წარმოთქვა
 
 მან  აღნიშნა, რომ გასული წლის 15 ივლისს, როცა  ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან  გადატრიალების მცდელობის აღსაკვეთად ქუჩაში გამომსვლელების 51% ქალები იყვნენ. ილდირიმმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი ქალების მიმართ ყველაზე იღბლიან ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ქვეყანაა, რადგან მთელი ისტორიის მანძილზე მათ მრავალი გმირი და სახელოვანი ქალი ჰყავდათ, რაც დღესაც ასეა.
 
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ისიც აღნიშნა, რომ თურქეთის განვითარებაში ქალებს ყოველთვის შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი. იგი ასევე 16 აპრილს გასამართ რეფერენდუმსაც შეეხო და მოსახლეობას მოუწოდა, უფრო დემოკრატიული და თანასწორ უფლებიანი მომავლისთვის რეფერენდუმში აქტიური  მონაწილეობა მიიღონ. 

სიახლეები

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...

დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...