მთავარისიახლეებისაზოგადოებახმაურიანი აქცია მთავრობის კანცელარიასთან. ხანძრისგან დაზარალებულები ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ, მაგრამ ამაოდ

ხმაურიანი აქცია მთავრობის კანცელარიასთან. ხანძრისგან დაზარალებულები ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ, მაგრამ ამაოდ

Published on

უკვე მეცხრამეტე დღეა ,,ბავშვთა სამყაროში'' გაჩენილი ხანძრით  დაზარალებულები დამწვარი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობენ.
პარალელურად პერმანენტული აქციები მიმდინარეობს თბილისის საკრებულოსთან, მერიასთან.
 
დღეს   დაზარალებული მოვაჭრეები უკვე  მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციის მსვლელობისას ერთ-ერთი მოვაჭრე შეუძლოდ გახდა და მას გადაუდებელი დახმარება დასჭირდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა ეს დახხმარება ადგილზე აღმოუჩინეს, მაგრამ სხვა დახმარება, თუნდაც შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენელთან კვლავაც მიუღწეველი რჩება. როგორც ჩანს მთავრობის კანცელარიაშიც იგივე პოზიცია აქვთ, რაც თბილისის მერს დავით ნარმანიას, რომელიც თავხედირად აცხადებს: ,,ეგენი ჩემთან შეხვედრას ვერ ეღირსებიან!''
აქციის მონაწილეები ამ დრომდე მთავრობის კანცელარიასთან რჩებიან და დაშლას არ აპირებენ.
 
შ.პ.ს. არჩევანის დაზარალებულები, რომლებიც ძირითადად ტანსაცმლით ვაჭრობდნენ, ფულად კომპენსაციას და საბანკო ვალდებულებების შეჩერებას ითხოვენ. გასულ კვირას მათ ამავე მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილსაც მიმართეს, თუმცა, არც დღეს და არც მანამდე, მათ მთავრობიდან არავინ არ შეხვედრია.
 
 
 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...