მთავარისიახლეებისამართალიგიგა ოთხოზორიას მკვლელს რაშიდ კანჯი-ოღლის სასჯელი დაუმძიმდა

გიგა ოთხოზორიას მკვლელს რაშიდ კანჯი-ოღლის სასჯელი დაუმძიმდა

Published on

მთავარი პროკურატურის ცნობით,  ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულს რაშიდ კანჯი-ოღლის სასჯელი დაუმძიმა. როცა მისი დაკავება მოხდება, იგი 12 წელს კი არა, 14 წელს დაყოფს ციხეში
 
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ”2016 წლის 26 დეკემბერს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით დაუსწრებლად დამნაშავედ სცნო რაშიდ კანჯი ოღლი, რომელსაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელის ზომას და უფრო მძიმე სასჯელის დანიშვნის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა.
 
სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში მსჯავრდებულს, მიმალვაში მყოფ რაშიდ კანჯი-ოღლის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
 

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....