მთავარისიახლეებიპოლიტიკაწერილი კვირიკაშვილს - ევროპარლამენტარები "რუსთავი 2-ზე" მიმდინარე ზეწოლის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

წერილი კვირიკაშვილს – ევროპარლამენტარები “რუსთავი 2-ზე” მიმდინარე ზეწოლის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

Published on

ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას სასამართლო სისტემის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. ევროპარლამენტში შემავალი ძირითადი ჯგუფების წარმომადგენლებმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართეს, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამენ რუსთავი 2-ზე მიმდინარე ზეწოლის გამო."არხის მფლობელების და შედეგად მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, რაც რუსთავი 2-ს მთავრობისადმი მეგობრულად განწყობილ მორიგ მაუწყებლად გადააქცევს, სერიოზულად შეუშლის ხელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხსა და თავისუფალ მედიას. ეს გაანადგურებს საქართველოს შესაძლებლობას შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს პოლიტიკურად ხელსაყრელი შედეგის მისაღწევად სასამართლო სისტემის გამოყენებისგან,"- ნათქვამია წერილში.ევროპარლამენტარები ასევე მიმართავენ ევროკომისიის პრეზიდენტსა და უმაღლეს წარმომადგენელს კრიტიკულად შეაფასონ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები და მოსთხოვონ მას ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...