როგორ და რისთვის ,,ეკონტაქტებიან” ზევიდან მართული თუ გარემოების მძევლად ქცეული ძალოვნები ზაზა ბიბილაშვილს

0
423
ხელისუფლება ვერ ეგუება კრახს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაშლა- დასუსტების მცდელობაში და ჯავრს იყრის ენმ პოლიტსაბჭოს ერთერთ ხელმძღვანელზე ზაზა ბიბილაშვილზე, რომელიც მოძრაობის შედარებით ახალი სახეა, მაგრამ უკვე დაიმკვიდრა  წამყვანი პოლიტიკური ფიგურის ადგილი    პარტიასა და ზოგადად ქართულ ოპოზიციაში. მას ვერ პატიობენ აგრეთვე პროფესიონალიზმს და როლს, რომელიც, მას როგორც ადვოკატს მიუძღვის რუსთავი 2 – ის დაცვაში ხელისუფლების ზეწოლისაგან. 
 
სხვაგვარად ვერ ახსნი იმას, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ზაზა ბიბილაშვილს უცნაური ფორმით ,,ეკონტაქტებიან''  ზევიდან მართული თუ გარემოების მძევლად ქცეული ძალოვანები და მებაჟეები.
 
 დღეს ზაზა ბიბილაშვილი საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს სტატუსს, სადაც პოლიციელების მიერ იმ მანქანის შემოწმებას აღწერს, რომელშიც თავად იჯდა. როგორც ბიბილაშვილი წერს, ის მას შემდეგ გააჩერეს, რაც რუსთავი-2-ის" ეზოდან გამოვიდა, სადაც სხვა მოქალაქეებთან ერთად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აღნიშნავდნენ. 
 
"გამოვედით რუსთავი 2-დან. დიტო ძაგნიძეს ჩავუჯექი მანქანაში. რამდენიმე წუთში გაგვაჩერა პატრულმა – შუშები გაქვს ზედმეტად დაბურულიო (არადა მანქანა ქარხნულია, ასე იყიდა დიტომ და 2 წელია, ასე დადის. ან კი სად შენიშნეს ამ შუაღამეს?).
მადლობა ღმერთს, "აპტეჩკა" გაქვს თუ არა მანქანაშიო, არ უკითხავთ  …პოლიციელები ზრდილობიანად იქცეოდნენ – უხერხულად ასრულებდნენ დავალებას. თუ ალღო არ მღალატობს, პოლიცია მართლაც ხალხის მხარესაა".- წერსზაზა ბიბილაშვილი .
 
შეგახსენებთ, თბილისის აეროპორტში 3 მარტს  მოხდარ კიდევ ერთ ფაქტს, რომელიც ზაზა ბიბილაშვილს უკავშირდება.
,, წუხელ დავბრუნდი თბილისში. – წერდა ზაზა ბიბილაშვილი ფეისბუქგვერდზე – საპასპორტო კონტროლზე ნახევარი საათი გამაჩერეს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. სანამ ბარგის ასაღებად ჩავედი, წესით, ყველა წასული უნდა ყოფილიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთელი რეისის ბარგი შეუფერხებიათ: ჩემს ჩემოდანს ეძებდნენ და სათითაოდ ამოწმებდნენ ყველა ჩანთას.
გამოვიდა თუ არა ჩემოდანი, მის გვერდზე შემოსავლების სამსახურის ოფიცერი გამოისახა და მოითხოვა ჩხრეკა. გაჩხრიკეს. მერე ხელბარგიც. ისევ არაფერი. რა ვქნათო, გადაურეკეს ვიღაცას. სკანერზე გაატარეთო. შემიყვანეს რაღაც რკინის კაბინაში… ბოლოს, იმედგაცრუებულებმა გადაიღეს პასპორტის ასლი და გამომიშვეს.
რას ეძებდნენ? უკანონოს ჩემთან ვერაფერს იპოვნიან, აი, ივანიშვილი კი გამოთხრის, რასაც იმსახურებს.''
 
 
წინა სტატიამსოფლიო რეკორდსმენი ირაკლი ჭანტურია ხელისუფლებისადმი პროტესტის ნიშნად წყვეტს ასპარეზობას საქართველოს სახელით
შემდეგი სტატიაზუგდიდში სოლიდარობის აქცია – დაამსხვრიე “შუშის ჭერი” გაიმართა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური