მთავარისიახლეებისპორტიმსოფლიო რეკორდსმენი ირაკლი ჭანტურია ხელისუფლებისადმი პროტესტის ნიშნად წყვეტს ასპარეზობას საქართველოს სახელით

მსოფლიო რეკორდსმენი ირაკლი ჭანტურია ხელისუფლებისადმი პროტესტის ნიშნად წყვეტს ასპარეზობას საქართველოს სახელით

Published on

მსოფლიო რეკორდსმენი ძალისმიერ სამჭიდში  ირაკლი ჭანტურია სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას ავრცელებს.
 
"ბოდიშს გიხდით მთელ საქართველოს, ფოთელებს და ჩემსგულშემატკივრებს, ყველანი ძალიან მიყვარხართ, მაგრამ  გადავწყვიტე  აღარ ვიასპარეზო საქართველოს, ქ.ფოთის სახელით და  პროტესტის ნიშნად ვწყვეტ შეჯიბრებაზე გასვლასაც!!
მიზეზი იმისა, თუ რამ მიმიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე, არის ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ განხორციელებული ძალიან დიდი ზეწოლა ხელისუფლების მიერ" – წერს ირაკლი ჭანტურია. 
 
ირაკლი ჭანტურია ,,თავისუფალი ზონის" წევრია. იგი ხელისუფლებამ, კერძოდ  "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, მამუკა მდინარაძემ  22 მაისს ზუგდიდში მომხდარ ინცინდენტში დამნაშავე ,,ნაციონალური მოძრაობის ,,ზონდერად'' მოიხსენია და, თუმცა ეს ვერ დაასაბუთა, სისტემატურად ახორციელებს ზეწოლას მასზე და მისი ოჯახის წევრებზე.
მაშინ ირაკლი ჭანტურიამ მდინარაძისგან საჯარო ბიდიშის მოხდა მოითხოვა: 
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“, კერძოდ, გიგა ბოკერიას „ზონდერად“ გამომაცხადა, თითქოს ერთ-ერთი პროვოკატორი ვიყავი. მინდა მოგახსენოთ მიზეზი, თუ რატომ ვიყავი ზუგდიდში არჩევნებზე: 
1. მე ვარ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი! 
2. ამავდროულად, ქალაქ ფოთის "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი! 
3. ვალდებული ვიყავი, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ვყოფილიყავი და მხარი დამეჭირა . 
"მე, ირაკლი ჭანტურია არასდროს გავხდები ვინმეს მართული და არასდროს არ ავწევ ქართველზე, მით უმეტეს, ასაკოვან და 15-16 წლის ბავშვებზე ხელს ვინმეს დავალებით! ხოლო "ქართული ოცნების""ზონდერებმა" რაც ჩაიდინეს, მაგის განსჯა თქვენთვის მომინდია, მეგობრებო", – წერდა ფეისბუქზე  ჭანტურია მდინარაძის ბრალდების პასუხად.
 
„ქართული ოცნების“ მაშინდელ განცხადებასაც და ირაკლი ჭანტურიას დღევანდელ   გადაწყვეტილებას  სოციალურ ქსელში ფოთელებისა და სპორტის სხვა გულშმატკივრების  მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
..''უმაგრესი ბიჭი ხარ შენ ირაკლი, ესენი ძალიან მალე წავლენ იქ საიდანაც მოვიდნენ, შენ კიდევ ძალიან ბევრჯერ ასახელებ საქართველოს!''
,,სპორტსმენი, რომელმაც საქართველო ძალიან ბევრჯერ ასახელა, სპორტსმენი, რომელიც გაუსაძლის პირობებში ვარჯიშობდა იმისთვის რომ ჩვენი ქვეყნის არსებობა ყველას გაეგო'' – ასე ეხმაურებიან სოციალურ ქსელში სპორტსმენის გადაწყვეტილებას 

სიახლეები

დააკავეს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი...

რესტორან “ქვევრის” მფლობელი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა

მუსიკალური პროდიუსერი და ბიზნესმენი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. ის რესტორან "ქვევრის" მფლობელიც იყო. ინფორმაცია სოციალურ ქსელში...

ბოლო 10 დღეში დამოუკიდებელი მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს-TI

რეპრესიული საკანონმდებლო პაკეტის ძალაში შესვლის შემდეგ, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების ფაქტობრივად ლახვას ითვალისწინებს,...

ლელომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

ლელო-ძლიერმა საქართველომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელი კოალიციის წევრმა, გიორგი სიორიძემ...