მთავარისიახლეებიკონფლიქტებიჟიული შარტავას ერთ-ერთი უკანასკნელი ფოტო სოხუმში... რამდენიმე დღეში იგი...

ჟიული შარტავას ერთ-ერთი უკანასკნელი ფოტო სოხუმში… რამდენიმე დღეში იგი აღარ იყო…

Published on

დღეს  ჟიული შარტავას დაბადების დღეა.
ეს ფოტო გადაღებულია სოხუმში, 1993 წლის სექტემბერში. რამდენიმე დღეში ჟიული შარტავა   აღარ იყო, იგი 27 სექტემბერს დახვრიტეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შენობასთან…
ფოტო ,,ოდიში ნიუსს''  სოხუმელმა ფოტოდოკუმენტალისტმა შუქრი დგებუაძემ მოაწოდა .
 
აქვე გთავაზობთ ნაწყვეტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სიტყვიდან,  რომელიც მან 1995 წლის ივნისში, ინგლისში, კენტერბერიის მთავარეპისკოპოს, ჯორჯ კერისთან და საზოგადოებასთან შეხვედრისას წარმოთქვა.
 
„ერთ მაგალითს გიამბობთ, აფხაზეთში მომხდარი მოვლენებიდან. იმ პერიოდში, ამ რეგიონის ხელმძღვანელად დაინიშნა ბატონი ჟიული შარტავა. ადრე, ის იყო კომკავშირის ცეკას მდივანი, რუსთავის მერი. კომუნისტური რეჟიმის დროს, შარტავა ეკლესიური არ ყოფილა, მაგრამ შემდეგ, თანდათან, დაუახლოვდა ტაძარს და ღრმადმორწმუნე გახდა. სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთი მიტროპოლიტი ჩავიდა ამ ქალაქში და ბატონი ჟიული, დავითი (ასე უწოდებდნენ მას ეკლესიურად) მოინახულა. ეს მეუფე შემდეგ იხსენებდა – მარტო რომ დავრჩით ოთახში, ჟიული ხატებთან მივიდა და უფალს გულმხურვალედ შესთხოვა: ღმერთო, ყველას ნაცვლად მე დამსაჯე, ოღონდ, სამშობლო გადამირჩინეო.
 
სამი დღის შემდეგ, სოხუმი ექსტრემისტებმა დაიკავეს, ჟიული ტყვედ აიყვანეს და იმავე დღეს, წამებით მოკლეს. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემს სახელზე საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა. ავტორმა არ იცოდა, რომ პიროვნება, ვის შესახებაც წერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.
 
რუსულად დაწერილ წერილში ეწერა: „ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია, გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშრობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და, თუ საქართველოს, თუნდაც, ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია. ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და ალბათ, თვითონაც მონაწილეობდა შარტავას და მისი მეგობრების წამებაში”.
 

სიახლეები

სემეკმა დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო – ნარმანია დენის ტარიფის გაძვირებაზე

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფის ზრდის “უმთავრესი საფუძველი გაზრდილი მოხმარება, ენერგიის...

დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა

აჭარის უმაღლესი სამჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით დავით გაბაიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "მსურს, განვაცხადო აჭარის...

NATO-სთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა – ხოშტარია

ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა, - ამის შესახებ “დროას“ დაპატიმრებული ლიდერის, ელენე ხოშტარიას...

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო...