“მშიერი პლანეტა” და ,,აყვავებული” საქართველო – ერთი კვირის რაციონი იქ და ჩვენთან

0
455
ამერიკელმა ფოტოგრაფმა პიტერ მენცელმა, წელიწადნახევარში, მსოფლიოს 46 ქვეყანა შემოიარა და სადაც ჩადიოდა, ადგილობრივ ოჯახებს სთხოვდა, წარმოედგინათ საკვები პროდუქტების ერთი კვირის რაციონი და ეთქვათ მისი ღირებულება. მენცელი ყოველთვის საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახს არჩევდა და ასე მოაგროვა მასალები პროექტისთვის “მშიერი პლანეტა".
ამ სტატიაში, აღნიშნული პროექტისთვის შეგროვებული მასალის ერთი ნაწილი არის წარმოდგენილი:
 
1. გერმანია. მელანდერების 4 სულიანი ოჯახი ქ. ბერტიხაიდიდან. მათი ერთი კვირის რაციონის საერთო ღირებულება 375, 39 ევროს (500 $) შეადგენს. ოჯახს წევრების საყვარელი საჭმელი შემწვარი კარტოფილია ხახვით, დამარილებული თევზი, პიცა… სურათზე ჩანს, რომ რაციონში დიდი რაოდენობით ხორცი, პური, ბოსტნეული და სასმელი აქვთ, როგორც ალკოჰოლური, ისე არაალკოჰოლური.
2. საფრანგეთი. ლემონების ოჯახი ქ. მონტრედან. 4 სულიანი ოჯახის საკვები პროდუქტების საერთო ღირებულება, კვირის მანძილზე, 315 ევროს (419$) შეადგენს. ამ ოჯახში ძალიან უყვართ ტაილანდური სამზარეულო და მაკარონი.  ისინი, ძირითადად, ქარხნული საკვებით და ნახევარფაბრიკატებით იკვებებიან და ცოტა ხილსაც მიირთმევენ.
3. ავსტრალია. ბრაუნების 7 სულიანი ოჯახი ქ. რივერ-ვიუდან. ამ ოჯახის პროდუქტების 1 კვირიანი რაციონის ღირებულება 481, 14 ავსტრალიური დოლარი აროს (376 $). საყვარელი საჭმელი: იოგურტი, თვეზეული, ავსტრალიური ატამი. სურათზე ჩანს, რომ ისინი ხორცსაც ყიდულობენ და სასმელსაც.
4. კანადა. მელანსონების ოჯახი ქ. იკალუიტიდან (არქტიკა). 5 კაციანი ოჯახი კვირაში 345 დოლარს ხარჯავს. საყვარელი საჭმელებია: ხორცი, პიცა და საზამთრო.  უმეტესწილად, ხორცს, თევზს, ბოსტნეულს და ნახევარფაბრიკანტებს მიირთმევენ.
5. აშშ. რევისების ოჯახი ჩრდ. კალიფორნიაში ცხოვრობს. 4 სულიანი ოჯახი, კვირაში 341 $ ხარჯავს პროდუქტებზე. უყვართ: სპაგეტი, კარტოფილი, ქათამი.  ჩიფსები, ხორცი და ხორცის ნახევარფაბრიკატები, ბევრია სასმელიც.
6. იაპონია. 4 სულიანი უკიტების ოჯახი ქ. კოდაირადან. კვირის მანძილზე ისინი 37, 699 იენს (317 $) ხარჯავენ კვებაზე. უყვართ თევზით მომზადებული ყველა კერძი, ხილი, ნამცხვარი და ჩიპსები.
7. გრენლანდია (დანია). მედსენების 5 კაციანი ოჯახი სან-ნორეს დაბიდან. მათი ერთკვირიანი რაციონის ღირებულება 1928, 80 დანიური კრონია (277 $). ყველაზე მეტად, თეთრი დათვის ხორცით მომზადებული კერძები უყვართ. 
8. დიდი ბრიტანეთი. ბენტონების ოჯახი ქ. კლინბურნიდან. 4 კაციანი ოჯახისთვის პროდუქტების ღირებულება კვირის მანძილზე, 155, 54 ბრიტანულ ფუნტს (253 $) შეადგენს. ოჯახის საყვარელი საჭმელებია მაიონეზიანი სენდვიჩები, კრევეტების წვნიანი და შოკოლადის ტორტია ნაღებით. რაციონში ჭარბად არის რაფინირებული პროდუქტები და მცირე რაოდენობით ბოსტნეული.
9. ქუვეითი. ალ-ჰაგანის ოჯახი ქ. ელ-ქუვეითიდან. 8 სულიანი ოჯახს, 1 კვირის სამყოფი პროდუქტები 63, 63 დინარი (221 $) უჯდება.ოჯახის საყვარელი კერძი არის ქათამი ბრინჯით.  რაციონში ბევრია ხილი, ბოსტნეული, კვერცხი, ლავაშები და სხვადასხვა სახის კოლოფები.
10. მექსიკა. კასალესების ოჯახი გუერნოვაციდან. 5 სულიანი ოჯახი პროდუქტებზე, კვირის მანძილზე, 1862, 78 მექსიკურ პესოს (189 $) ხარჯავს. საყვარელი საჭმელია: პიცა, კიპორჩხალები, მაკარონი და ქათამი. ჭარბად არის ხილი, პური, დიდი რაოდენობით კოკა-კოლა და ლუდი.
11. ჩინეთი. დონგის ოჯახი პეკინიდან. 4 სულიანი ოჯახისთვის პროდუქტების 1 კვირის მარაგის ღირებულება 1 233, 76 იანგს (155 $) შეადგენს. ჩინელების საყვარიელ კერძია შემწვარი ღორის ხორცი სოუსით. ფოტოსურათზე წარმოდგენილ რაციონში ხილი, ბოსტნეული, ხორცი და რაფინირებული პროდუქტები სჭარბობს.
12. პოლონეთი. სობჟინშების ოჯახი ქ. კონსტნიც-ჟეზორნიდან. 5 სულიანი ოჯახის 1 კვირის რაციონი 582, 48 ზლოტს (151 $) შეადგენს. საყვარელი კერძი ღორის ფეხებია სტაფილოთი.  პროდუქტებში ჭარბობს ბოსტნეული, ხილი, პური და ცხოველების საკვები.
13. თურქეთი. სელიკების ოჯახი სტამბულიდან. 6 სულიან ოჯახს პროდუქტებზე 198, 48 თურქული ლირა (145 $) ეხარჯება. საყვარელი საჭმელი, ჰაეროვანი ორცხობილა Melahat-ი არის. რაციონში ჭარბობს პური, ბოსტნეული და ხილი.
14. ჩადი. აბუბაკარის ოჯახი ლტოლვილთა ბანაკიდან. 6 სულიანი ოჯახი კვირის 685 აფრიკულ ფრანკს (1, 23 $) ხარჯავს კვირაში. ოჯახის საყვარელი კერძი არის სუპი ცხვრის ხორცით. რაციონში ბურღულეული ჭარბობს
წინა სტატია,,ლაიქი” ფეისბუქზე სენაკის მუნიციპალიტეტის თანამშრომელს სამსახურის დაკარგვად დაუჯდა
შემდეგი სტატიავინ დაგვილოცავს ბოსტანს ამ გაზაფხულზე? თუ ჭკვიანად მოვიქცევით – გამცქვიტია გაძღი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური