მთავარისიახლეებისამართალი,,ევროპული საქართველოს'' ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მატროსოვის ციხეში ვანო...

,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილს ხვდება

Published on

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამ დრომდე იმყოფება  მატროსოვის ციხეში, სადაც   ვანო მერაბიშვილს ხვდება.  ის თუ რა საკითხებზე სასაუბროდ შევიდა გიგა ბოკერია ვანო მერაბიშვილტან, სავარაუდოდ მხოლოდ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, რადგან შესვლისას მას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.  
 
შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილის დაკავება ვროპული სასამართლომ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევად აღიარა. მართალია,  14 ივნისის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლოს პალატამ, 7 მოსამართლის შემადგენლობით, ერთხმად დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი, თუმცა გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით. სწორედ ამ ეპიზოდთან არის დაკავშირებული   მერაბიშვილის განაცხადი, რომელიც  განსახილველად გადაეცა სასამართლოს დიდ პალატას 17 მოსამართლის შემადგენლობით. 
„გადამწყვეტი ფაქტორი იყო ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ამბავი დეკემბერში, რომელიც სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა. რატომ? იმიტომ რომ აქ, საქართველოში, არ წარიმართა ეფექტური გამოძიება და მაშინვე აშკარად ჩანდა, რომ არც პროკურატურას, არც სასჯელაღსრულებას არ სურდა ამ საქმის გამოძიება, არ გაასაჯაროეს ის ვიდეომასალა, რომელიც ძალიან მძიმედ არის შეფასებული და იმავეს ვამბობდით ჩვენც მაშინ. ასევე შიდა გამოძიება იყო ფორმალური და ბუნდოვანი და რეალურად არავის არაფერი გამოუძიებია. შესაბამისად, სასამართლომ მიიღო მხოლოდ ერთი მხრიდან მასალები და არაფერი – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“ – აცხადებს ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე.
 მიმდინარე წლის 8 მარტს საბოლოო განაჩენი უნდა დადგეს. 
 

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...

ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს და აიძულეს ჩვენს...

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...