მთავარისიახლეებისამართალისამართალდამცველებმა ზუგდიდში ალკოჰოლური სასმელის ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინეს

სამართალდამცველებმა ზუგდიდში ალკოჰოლური სასმელის ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინეს

Published on

სამართალდამცველებმა ალკოჰოლური სასმელის ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ზუგდიდში მცხოვრები მოქალაქე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სისტემატურად ახდენდა ცნობილი ქართული ალკოჰოლური სასმელების – "სარაჯიშვილის", "დავითის", "ორველის", ,,ივერიონის’’, ,,გრუმის’’, ,,დიდგორისა’’ და ,,ხვანჭკარას’’ ფალსიფიკაციას, ხოლო შემდეგ, დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზაციას ახდენდა სხვადასხვა ფიზიკურ პირზე.ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ალკოჰოლი, მინის ბოთლები, სხვადასხვა სახის ხსნარები და ყალბი აქციზური მარკები.საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და 200 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით" – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....