მთავარისიახლეებისამართალიშიშს დიდი თვალები აქვს - რატომ მიიღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის...

შიშს დიდი თვალები აქვს – რატომ მიიღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის წყევლა მაინცდამაინც თავიანთ თავზე ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორებმა?

Published on

"თუ მქონდა ციანიდი და თუ ვაპირებდი პატრიარქის, შორენას თუ სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას, მაშინ ამ წყევლით იცხოვროს ჩემმა შთამომავლობამ, თუ არა და თქვენმა"- ამ შინაარსის ჩანაწერი გადასცა დაკავებული დეკანოზის ადვოკატმა პროკურორებს".
საინტერესოა, რატომ აღიქვეს ეს წყევლად ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორებმა და, სახელდობრ,  პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა, რომელმაც განგაში ატეხა მედიაში  ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ. 
 
როგორც პროკურორმა აღნიშნა, ისინი მზად იყვნენ ბრალდებულის დაკითხვისთვის, თუმცა დეკანოზმა კითხვებზე პასუხის ნაცვლად, ადვოკატების მეშვეობით მათ „წყევლა შეუთვალა“. 
 
„ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულს გაეცა ჩვენ კრიტიკულ კითხვებზე პასუხები, მან შემოგვითვალა წყევლა ჩვენს მიმართ და ზოგადად სამართალდაცავი უწყებების მიმართ“ , – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
 
საკუთარ სიმართლესა და ობიექტურობაში დარწმუნებული ადამიანი დეკანოზის შემონათვალს თავის თავზე არ მიიღებდა, მაშ რა აშინებს ჯარჯი წიკლაურს?   
.

სიახლეები

სასულიერო პირები მხარდაჭერას უცხადებენ მიტროპოლიტ იობს

“მივესალმები საზოგადოებას - მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მინდა მივმართო იმ საზოგადოებას, რომელიც ეკლესიის მრევლად თვლის...

აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება

სამხრეთ აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება - სამხრეთ აფრიკული საგამოძიებო გამოცემის, Daily...

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა. ოჯახის წევრები და...

აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრები ბრიუსელში ჩავიდნენ

"თავისუფლების ხმა ციხიდან ევროპის დედაქალაქში” - აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართული...