მთავარისიახლეებისამართალისენაკში 8 წლის ბავშვის გაუჩინარების ახალი გარემოებები

სენაკში 8 წლის ბავშვის გაუჩინარების ახალი გარემოებები

Published on

 სენაკში დაუდგენელ ვითარებაში დაკარგულ 8 წლის ნიკა გაბეჩავას სამართალდამცავები მდინარე ტეხურზე ეძებენ.
 
ამ დროისთვის, მომხდარ ფაქტზე ორი ვერსია არსებობს. პირველის თანახმად, ბავშვი მეზობელმა, რომელიც ფსიქიკურად გაუწონასწორებელია, სათევზაოდ წაიყვანა, შემდეგ   მოკლა და მდინარეში გადააგდო. მეორე ვერსიით კი, პატარა ნიკა გაბეჩავა მეზობელთან ერთად ჯართს აგროვებდა, ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა,  მასთან ერთად მყოფი მეზობელი კი დახმარების ნაცვლად შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
 
ეჭვმიტანილი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვისსაშიშ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის აუცილებელი და გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას გულისხმობს. თუმცა გამოძიების არ სჯერა ოჯახს, მათი განცხადებით ბავშვი მოკლული და შემდეგ კი მდინარეშია გადაგდებული.
 
 
დღეს მდინარე ტეხურზე საძიებო სამუშაოებს სამართალდამცავები მყვინთავებთან ერთად ასრულებდნენ, თუმცა მათი მუშაობით უკმაყოფილო იყვნენ  დაკარგული ბავშვის ოჯახის წევრები და ახლობლები. მათი თქმით, მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავები არაეფექტურად მუშაობენ.
 
ამ მიზეზით მათ, დღეს პროტესტის ნიშნად ზუგდიდი-თბილისის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა ამის საშუალება მათ არ მისცეს. შეკრებილებმა მკვლელობაში ბრალდებულის უმკაცრესად დასჯა მოითხოვეს.
 
 
8 წლის ნიკა გაბეჩავა 6 დღის წინ გაუჩინარდა. ბოლოს ის ოჯახის წევრებმა ეზოში სათამაშოდ გასვლის წინ ნახეს. მას შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. 
 
 
 
 

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...